რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ .. ვარ გასათხოვარი და მაქვს მცირეოდენი თეთრი გამონადენი .. შეიძლება ეს რაიმე სერიოზული ანთების ბრალი იყოს?
პასუხი
-ქალს მცირე ოდენობის გამჭვირვალე, უსუნო გამონადენი უნდა ჰქონდეს. გამონადენის რაოდენობა მატულობს ოვულაციის პერიოდში (მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდი). შემდეგ თანდათან მცირდება. გამონადენი პათოლოგიური ხასიათისაა როცა ის არის სუნიანი, იცვლის ფერს და ხდება: მომწვანო-მოყვითალო, მონაცრისფრო-ჭუჭყიანი, ქაფიანი, ხაჭოსებრი და ა.შ. მოწიფული ქალის საშოდან გამონადენის ოდენობა დამოკიდებულია ჰორმონულ ფონსა და მენსტრუაციული ციკლის ფაზაზე. ციკლის შუაში გამოიყოფა ჭარბი და წევადი ლორწოვანი გამონადენი, რომელიც კვერცხის ცილას მოგვაგონებს. ამის მიზეზია ესტროგენების მაქსიმალური პროდუქცია, რაც ოვულაციაზე მიუთითებს. მეორე ფაზაში გამონადენი იღებს მოთეთრო ელფერს, კრემისებრ კონსისტენციას, მომჟავო სუნს. მენსტრუალური ციკლის შემდეგ გამონადენის რაოდენობა მინიმალურია.