.. 44 კილო ვარ. 158-160 სანტიმეტრი.. გამხდარი ვარ ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

27-10-2012

-გამარჯობათ.. 44 კილო ვარ. 158-160 სანტიმეტრი.. გამხდარი ვარ მარა მუცელი მაქ დიდი 3 ტვის ორსულივით. ღიპი მაქ სერიოზული და მირჩიეთ ეს ღიპი როგორ მოვიშორო??

პასუხი
-ნორმალური წონის ქალებში ე.წ. ღიპის მიზეზი ძალიან ხშირად არის ხოლმე კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევები - შეკრულობა, გაზები. ამიტომ, თუ მსგავსი პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ გასტროენტეროლოგს. ნებისმიერ შემთხვევაში ურიგო არ იქნება ვარჯიში, შემოგთავაზებთ ვარჯიშებს, რომლებიც მუცლის პრესს გაგიმაგრებთ და თქვენს მუცელს ლამაზს და მიმზიდველს გახდის.
მუცლის პრესის ვარჯიში 1:
დაწექით იატაკზე, ფეხები მუხლებში მაქსიმალურად მოხარეთ (ქუსლებით თითქმის დუნდულა კუნთებს უნდა ეხებოდეთ). კარგი იქნება, თუ ვინმე ფეხებს გაგიმაგრებთ, რომ ვარჯიშის შესრულების დროს ფეხები იატაკს არ მოშორდეს. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მაშინ ფეხები შეგიძლიათ დივნის ან სავარძლის ქვეშ გაამაგროთ. თითებგადაჯვარედინებული ხელები თავქვეშ ამიდეთ. ახლა შეეცადეთ იდაყვებით მუხლებს შეეხოთ. ეს ვარჯიში კარგ შედეგს იძლევა ზედა პრესისთვის, მაგრამ შეიძლება მისი მოდიფიცირება გვერდითი კუნთების გასამაგრებლად, ამისათვის მარცხენა იდაყვით შეეხეთ მარჯვენა მუხლს, შემდეგ მარჯვენა იდაყვით- მარცხენა მუხლს. თავდაპირველად 30-30 ვარჯიში შეასრულეთ შუა და გვერდითი კუნთებისთვის (შემდეგ თანდათანობით მოუმატეთ), თანაც შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულოთ ვარჯიშები. იდეალურ ვარიანტში 50 ვარჯიში სრულდება 1 წუთში.
მუცლის პრესის ვარჯიში 2:
დაწექით იატაკზე და ერთდროულად აწიეთ ხელები და ფეხები, თან შეეცადეთ ხელის თითებით ფეხის თითებს, შეეხოთ. გაიმეორეთ ეს ვარჯიში მინიმუმ 20-ჯერ, თან გახსოვდეთ, რომ ამ ვარჯიშის შესრულება საჭიროა სწრაფად. ასე თქვენ გაიმაგრებთ ქვედა და გარკვეულწილად ზედა პრესს.
მუცლის პრესის ვარჯიში 3:
ეს ვარჯიში სასარგებლოა ზედა პრესისთვის. მისი შესრულების დროსაც პირველი ვარჯიშის მსგავსად თითებგადაჯვარედინებული ხელები ამოიდეთ თავქვეშ. შემდეგ ნელ-ნელა მოაშორეთ ზურგი იატაკს. არ არის აუცილებელი ზურგის მთლიანად აწევა, საკმარისია, ზედა ნაწილის წამოწევა. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 15-20-ჯერ, მზის წნულის არეში მსუბუქი ტკივილის შეგრძნებამდე. ეს ვარჯიშები უნდა შესრულდეს ყოველდღე, ორი კვირის შემდეგ უკვე შედეგს ნახავთ
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად