-თანამედროვე დიეტოლოგიაში კვების რეჟიმის თაობაზე მიღებულია რამდენიმე მოსაზრება. სპეციალისტების ნაწილი გვირჩევს კვების სტანდარტული სამჯერადი რეჟიმის დაცვას სქემით: საუზმე-სადილი-ვახშამი+ჭიქა კეფირი საღამოს. მეორენი გვთავაზობენ, ამას დავუმატოთ მეორე საუზმე და სამხარიც. ალბათ, ყველაზე ლოგიკური და მართებულია რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანი საკვებს მიიღებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოშივდება. ამასთან, ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ შიმშილი და მადა. მადა შეიძლება აღგვიძრას საჭმლის სუნმა ან დანახვამ. ხშირად მაშინ კი არ ვჭამთ, როცა ნამდვილად გვშია, არამედ მაშინ, როცა "ჭამის დრო მოდის". ჯანსაღი რაციონი მოიცავს:
• პურს, მარცვლეულსა და კარტოფილს (მიიღეთ ყოველდღე);
• ხილსა და ბოსტნეულს (ნებისმიერი სახით, 5-ჯერ დღეში);
• ხორცს, ფრინველს, კვერცხს, პარკოსნებს (ყოველდღიურად 1-3-ჯერ);
• რძის ნაწარმს (უპირატესად - ნაკლებცხიმიანს);
• ცხიმებს (უპირატესად - მცენარეულს). მაქსიმალურად შეზღუდეთ შაქრისა და ალკოჰოლის შემცველობა.
დამატებითი რჩვების მიღება შეგიძლიათ ჩვენი ვებ გვერდიდან, მისამართზე
http://mkurnali.ambebi.ge/component/content/article/2435-mokled-jansaghi-kvebis-shesakheb.html