ვარ 15 წლის ბიჭი, მაქვს ქერტლი, თმა დაახლოებით მე... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

27-10-2012

-გამარჯობათ ვარ 15 წლის ბიჭი, მაქვს ქერტლი, თმა დაახლოებით მესამე დღეეს მიცხიმიანდება, თავის კანი მექერცლებასავით, ფრჩხილი რომ გადავისვა ფრჩხილ ქვეშ მრჩება ანაქერცხლი, ფრიდერმის შამპუნს ვხმარობ ერთ თვეზე ცოტა მეტია, მაგრამ შედეგი ჯერ არ მაქვს, ცვენა არამგონია მქონდეს ძილის შემდეგ ბალიშზე არ ყრია ხოლმე გერები არც თანსაცმელზე, დაბანის დროს მეყრება ხოლმე ცოტა ღერები, შემოდგომა როა მაგის ბრალიც იქნება, მირჩიეთ რა ვქნა, ცვენას ხო არ დამიწყებს?? დერმატოლოგთან ვიზიტია საჭირო თუ როგორ მოვაგვარო ეს პრობლემა??

პასუხი
-ქერტლის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია პირობით პათოგენური სოკო Pityrosporum Ovale, რომელიც ჩვეულებრივ ყველა ადამიანის თავის კანზეა, ის გამრავლებას იწყებს მხოლოდ მისთვის ხელსაყრელ პირობებში. ქერტლის წარმოშობის სხვა მიზეზია: ნერვული გადაძაბვა, ჰორმონალური დარღვევები, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები, არასწორი კვება, A და B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი, თმის არასწორი მოვლა, თავის კანის გამოშრობა, თმის მოვლის არასრულფასოვანი საშუალებები (გელი, ლაქი, საღებავი). აუცილებელია ინდივიდუალური სავარცხლის გამოყენება, გადადებისგან დაცვის მიზნით. რჩევები: კვების რაციონი მდიდარი უნდა იყოს ახალი ხილით, ბოსტნეულით, რძემჟავა პროდუქტებით, ნაკლებცხიმიანი თევზით და ხორცით. ასევე A, B, C, E ვიტამინებით, თუთიით, კალციუმით, რკინით მდიდარი საკვებით. საჭიროა, რაციონიდან გამოირიცხოს მწარე, მარილიანი, შემწვარი, ცხიმიანი, ალერგიული საკვები, ალკოჰოლი, ცომეული, ტკბილეული. სახლის პირობებში შეიძლება გაკეთდეს თმის ნიღბები არაჟნით, კეფირით, კვერცხის გულით. სასარგებლოა, რძის შრატის შეზელვა თმაში და 30-60 წუთის შემდეგ ჩამობანვა. ეფექტურია თავის კანის მასაჟი სუფრის მარილით. ცხიმოვანი ქერტლის დროს სასურველია შამპუნი შეიცავდეს კეროტილს, სალიცილის მჟავას.
თუ რჩევების გათვალისწინების მიუხედავად ქერტლის პრობლემა კვლავ გექნათ, ამავე დროს თუ ქერტლი დიდი ზომისაა და ბევრი, მაშინ ეს შეიძლება იყოს სებორეის, სოკოვანი ინფექციის, ან ფსორიაზის ერთ-ერთი ფორმა. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ დერმატოლოგს - ის განსაზღვრავს, რა არის ქერტლის მიზეზი. ქერტლის მკურნალობა უნდა ჩატარდეს ტრიქოლოგის მიერ ინდივიდუალური მიდგომით (უნდა დადგინდეს ქერტლის გამომწვევი მიზეზები და თმის ტიპი).
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად