რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მაქვს კიმერლის ანომალია და მაინტერესებს რამდენად განკურნებადია ან საშიშია? აგრეთვე მტკივა თავის მარჯვენა ნაწილი(6-7წლის წინ ეს მხარე დავარტყი სერიოზული არაფერი მაშინ), მარჯვენა ყური და თვალი, ცალი ნესტოთი ვსუნთქავ, ამ ბოლოს ყელის მარჯვენა მხარეც მტკივა ( ამ ადგილას 4 წლის წინ ხელი მოუხვდა) და მკლავი თითქოს ძალა აგარ მაქვს და საჩვენებელი თითი მიბუჟდება. კუდუსუნტან ხერხემალი მარჯვნივაა გადახრილი და მტკივნეულია,მარჯვენა ფეხის მუხლიც მტკივა. ამ ყველაფერზე4 წელია რაც ვმკურნალობ. მაგრამ სჰედეგი არ მაქვს უკვე აგარ სჰემიძლია აგარ ვიცი ვის მივმარტო და საერტოდ მეშველება რამე ვარ 21 წლის ბიჭი გტხოვთ დაწვრილებიტ მიპასუხოთ წინასწარ დიდი მადლობა.
პასუხი
-კიმერლის ანომალია საშიშ პათოლოგიათა რიცხვს არ მიეკუთვნება, ეს ხერხემლის აგებულების თავისებურება უფროა, ვიდრე დაავადება. აუცილებელია აღნიშნულის თაობაზე ნევროპათოლოგთან კონსულტაცია მისთვის დამახასიათებელი (ასეთების არსებობის შემთხვევაში) სიმპტომების: თავბრუსხვევა, ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მეტყველების დარღვევა, მხედველობითი მოშლილობები, კოორდინაციის დარღვევა, კიდურების სისუსტე, შარდვის დარღვევა და სხვა მკურნალობა. ზოგჯერ პაციენტებს საერთოდ არ საჭიროებენ მკურნალობას. რაც შეეხება დანარჩენ სიმპტომებს მათ თაობაზე გირჩევთ მიმართოთ ვერტებროლოგს (ხერხემლის სპეციალისტს) და საჭირო მკურნალობა ხელახლა ჩაიტაროთ.