-სამსახურში მიწევს დიდხანს დგომა. ფეხები ძალიან მტკივა და ვიღლები, ექიმს გავესინჯე და ვენების პრობლემა არ მაქვს, პროტრომბინიც წესრიგშია, მითხარით რამე არ არსებობს, რომ დაღლილობა მომიხსნას? და კიდევ გთხოვთ სრული და ამომწურავი პასუხი მომაწოდოთ, რაც ექიმმა ვერ მომცა. მე ხომ ვატყობ, რომ ვენები ნელ-ნელა გამოდის, იცით რას ვგულისხმობ? ძარღვების განტოტვა აშკარად ჩანს, მან მითხრა რომ ეს ნებისმიერ ადამიანს გვაქვსო, მაგრამ ასე ადრე არ მქონდა, ხომ ვიიცი ჩემი თავის, სულელი ხომ არ ვარ. თანაც ოდნავ გამოწეულია რამოდენიმე პატარა ძარღვი, იბერება, როცა ვდგავარ და როცა ვწევარ, მაშინაც კი შესამჩნევია. ადრე ასეთი განტოტვა ძარღვების არ მემჩნეოდა. რომ მივედი ექიმთან ღია ფერის კოლგოტი მეცვა, ოდნავ ჩამუქებული და დიდად არ ჩანდა. პირდაპირ მითხრა დაღლილობისგანააო, არც გამსინჯა, თუ რამით შეიძლებოდა გავესინჯე, მე კი ვცდილობდი ამეხსნა, მაგრამ ექიმო მე ხომ ვგრძნობ , რომ მარტო დაღლილობისგან არაა. გთხოვ დამეხმარეეეეეეეეეეეეეეეთ, ლამის სასოწარკვეთას მივეცე. გეხვეწებით სიმართლე მომწერეთ. ანგიოლოგთან ვიყავი და უკმაყოფილო დავრჩი ძალიან. რამე მომწერეთ მირჩიეთ და დამინიშნეთ, ან კოლგოტი სპეციალური ვენებისთვის და თუ რამით შეგიძლიათ, რომ მიშველოთ, წინასწარ დიდი მადლობა. არ დამტოვოთ უპასუხოდ, გეხვეწებით, გევედრებით.
-დიდხანს ფეხზე დგომისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესა ადამიანს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, სისხლის დიდი ნაწილი გუბდება ქვედა კიდურებში, კერძოდ კი მის ვენებში, უარესდება ვენებიდან სისხლის ჩვეულებრივი გადინების პროცესი, ვენებში დიდხანს შეგუბებული სისხლი კი იწვევს მათ გაგანიერებას. აუცილებელია სამსახურში ფეხზე დგომისას, თუ ამის საშუალება გაქვთ ყოველ 2 საათში ერთხელ მაინც შეისვენოთ 10-15 წუთი და ქვედა კიდურების ვენებს შეგუბებული სისხლის უკუგადინებაში დაეხმაროთ, რაც ავტომატურად შეამცირებს როგორც დაღლილობის შეგრძნებას, ისე კანის ზედაპირული ვენების გაფართოებასა და მათ გაზრდილ ხილვადობას.