სამი თვეა რაც გავთხოვდი და არც ერთხელ არ დამდგარა... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

26-10-2012

-გამარჯობათ, სამი თვეა რაც გავთხოვდი და არც ერთხელ არ დამდგარა ორსულობა, მართალია ჩემი მეუღლე ისეთ სამსახურში მუშაობს რომ ათი დღე სულ სამსახურშია და ხუთი დღე ისვენებს ხოლმე და ბევრჯერ არ დამთხვევია ოვულაციის დღეები, თან მართალია ჯერ მხოლოდ სამი თვეა მარა მაინც ვნერვიულობ არაფერი არ მაწუხებს ციკლიც 28 დღიანი მაქვს და ყველაფერი წესრიგში მაქვს, ეხლა კი დაემთხვა მეუღლის სახლში ყოფნა ოვულაციის დღეებს მაგრამ არამგონია ორსულად ვიყო რადგან არაფერს ვგრძნობ არანაირ სიმპტომებს, ეხლა 4 ნოემბერს ველოდები მენსტრუაციას და ვნახოთ რა იქნება. რას მირჩევთ როგორ მოვიქცე მაქვს ნერვიულობის საბაბი? და მაინტერესებს კიდევ ოვულაცია ყოველ თვეს ხდება?

პასუხი
-თუ ერთი წლის განმავლობაში დაუცველი და რეგულარული სქესობრივი ურთიერთობის მიუხედავად არ დგება ორსულობა, მაშინ საუბარია უნაყოფობაზე და ქალმა უნდა მიმართოს გინეკოლოგს, მამაკაცმა კი- ანდროლოგს. თქვენ კი მხოლოდ 3 თვის გათხოვილი ბრძანდებით და აქედან გამომდინარე სანერვიულო არაფერი გაქვთ, რასაკვირველია თუ არ აღგენიშნებათ (თქვენ ან თქვენ მეუღლეს) რაიმე სიმპტომი (გამონადენი, ტკივილი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა და სხვა).
ორსულობის ალბათობის მაქსიმალურად გაზრდისთვის სქესობრივი კონტაქტი დაამთხვიეთ ციკლის შუა პერიოდს.
ჯანმრთელი ქალის ორგანიზმში ოვულაცია ყოველ თვე ხდება. რიგმა ფაქტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ პროცესზე.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად