რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა,მაინტერესებს ჯანმრთელი მამაკაცის სპერმა რამდენ დღეში არის განაყოფიერების უნარიანი? დაორსულებისთვის რა სიხშირითაა კონტაქტი მიზანშეწონილიი?...
პასუხი
-სასქესო უჯრედის ფორმირებას საკმაოდ დიდი ხანი - დაახლოებით 68-70 დღე სჭირება. სპერმატოგენეზის პირველ ეტაპზე ზოგ სასქესო უჯრედს კუდი არ აქვს, ზოგს თავი აქვს განუვითარებელი და დეფორმირებული. სათესლეში ისინი ნაკლებმოძრავნი არიან, ან წრეზე დაცურავენ, ან ერთ ადგილას დგანან. ამის შემდეგ იწყება სპერმატოგენეზის მეორე ეტაპი - სასქესო უჯრედები სათესლე დანამატებში გადადიან, მწიფდებიან, იწყებენ კოორდინირებულ მოძრაობას, წინ გადაადგილებას სწავლობენ და 10-12 დღის შემდეგ უკვე მზად არიან განაყოფიერებისთვის. მომწიფებული და განაყოფიერების უნარის მქონე სპერმატოზოიდი 1 თვე ინარჩუნებს განაყოფიერების უნარს. თუ ამ ხნის განმავლობაში ეაკულატის დანთხევა არ მოხდა, სპერმატოზოიდები ბერდებიან, განაყოფიერების უნარს კარგავენ და იხოცებიან, თუმცა სათესლე ჯირკვალი განუწყვეტლივ გამოიმუშავებს მათ ახალ-ახალ თაობებს, ამიტომ რეპროდუქციული მამაკაცის ორგანიზმში ყოველთვის არის განაყოფიერების უნარის მქონე სასქესო უჯრედები. განაყოფიერება სქესობრივი ურთიერთობის თანამდევი პროცესია. ამ დროს საშოში დაახლოებით 3-5 მლ სპერმა ხვდება, რომელიც 500 მილიონამდე სასქესო უჯრედს - სპერმატოზოიდს შეიცავს.ქალის სასქესო ორგანოებში ისინი 4-5 დღე ცოცხლობენ. წყვილებს ეძლევათ რეკომენდაცია ფერტილურ პერიოდში (პერიოდი, როდესაც ქალი შეიძლება დაორსულდეს) დღეგამოშვებით იქონიონ სქესობრივი კონტაქტი (ამ დროს ჩასახვის ალბათობა 22%), თუმცა, ჩასახვის ალბათობის ისეთივე მაღალი პროცენტია წყვილებში, რომლებიც სქესობრივ აქტს ყოველდღიურად ახორციელებენ (25%). იმ წყვილებში კი, ვისაც სქესობრივი ცხოვრება კვირაში მხოლოდ ერთხელ აქვთ, ეს ალბათობა საკმაოდ დაბალია (10%).