რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ. ვარ 19 წლის ბიჭი.ასოს აგზნებული მდგომარეობის დროს ჩუჩს ვერ ვწევ, რადგან ძალიან მტკივა.ერთხელ ვცადე, რომ ჯერ გადამეწია და შემდეგ ამეგზნო პენისი და ძალიან შემაწუხებელი ტკივილები მქონდა, წარმოუდგენელი იყო ასე გამეჩერებინა. რას მირჩევთ? სექსუალურად არ ვარ აქტიური
პასუხი
-ეს არის ფიმოზი. იმ მამაკაცებს, რომელთაც მოკლე ლაგამი და ფიმოზი აქვთ - მათ შეიძლება განუვითარდეთ ლაგამის ჩახევა ან ჩუჩის მთლიანობის დარღვევა პირველი სექსუალური კავშირის დროს. ფიმოზი ეწოდება ჩუჩის შევიწროებას, რის გამოც ვერ ხერხდება მისი გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა. ეს იწვევს მთელ რიგ ჰიგიენურ პრობლემას – ასოს თავის და ჩუჩის შიდა ფურცლის ანთებას – ბალანიტი და ბალანოპოსტიტი. თავის მხრივ ანთებითი პროცესი იწვევს ჩუჩის ნაწიბუროვან ცვლილებებს რაც კიდევ უფრო ავიწროებს ჩუჩას. ფიმოზი გარკვეულ პრობლემებს უქმნის მამაკაცს და მის პარტნიორს სქესობრივი აქტის დროს – ასოს თავზე არის განლაგებული ეროგენული ზონები. ფიმოზის დროს ჩუჩა შეიძლება გადადიოდეს გარკვეული ძალდატანების შემდეგ. ამგვარ ვითარებაში ჩუჩა არ ბრუნდება უკან, ვითარდება ობსტრუქციული რგოლი, შედეგად ასოს თავის და ჩუჩის შეშუპება – პარაფიმოზი. ამ ვითარებაში საჭიროა სასწრაფო ოპერაცია, წინააღდეგ შემთხვევაში ვითარდება ასოს თავის და ჩუჩის ნეკროზი. ფიმოზის მკურნალობა ოპერაციულია; კეთდება ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ, პაციენტი იმ დღესვე ეწერება სახლში. უნდა მიმართოთ უროლოგს.