რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მყავს 4 წლის ვაჟი, დიდი ხანია თვალში მომხვდა, რომ ხატვისას ხშირად ირჩევს შავ ფერს, ბერვჯერ ვცადე გადამეფიქრებინდა და სხვა ფერი შევთავაზე, მაგრამ ამაოდ... დღეს ფერადი ქაღალდები ვუყიდე და პირველზე არა მაგრამ მეორე ჯერზე აქაც შავი ფერი აირჩია, ვერ გადავათქმევინე და თავი დავანებე. მაინტერესებს რატომ შეიძლება ასე მოსწონდეს ბავშვს შავი ფერი, და რა ფსიქო-ემოციური ახსნა აქვს ამას... არის თუ არა სწორი ჩემი მხრიდან შევეცადო მისი გადაწყვეტილების შეცვლას, და თუ სწორია რა მეთოდი გამოვიყენო. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის და იმ გულისხმიერებისათის რასაც ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემისას იჩენთ...
პასუხი
-შესაძლოა ეს მხოლოდ და მხოლოდ მის გემოვნებას უკავშირდება და პატარას მოსწონს მკვეთრკონტურებიანი, ნაკლებპრობლემური შავი ფერი. თუ მის საქციელში აგრესიისა და სევდის აშკარა ნიშნებს ვერ ამჩნევთ საგანგაშო არაფერია. ნუ შეეცდებით მის არჩევანში ჩარევას, დააცადეთ, დააკვირდით რას ხატავს. შესაძლოა იმ ფიგურებს რომელთა დახატვასაც იგი ცდილობს, მართლაც ყველაზე მეტად შავი ფერი შეეფერება.