ვარ 16 წლის გოგო და ხელები თითქმის მუდმივად გაყინ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

26-10-2012

-გამარჯობათ ვარ 16 წლის გოგო და ხელები თითქმის მუდმივად გაყინული მაქვს და თუ კი გავითბე ისიც დროებით და მალევე მიცივდება. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? ექიმთან 1 წლის წინ ვენებზე გავეშუქე მაგრამ არაფერი არ იყო

პასუხი
-ზოგადად აღნიშნულ ჩივილს სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ედოს საფუძვლად: სისხლის ცუდი მიმოქცევის გამომწვევი დაავადებები, მათ შორის შორის გულ–სისხლძარღვთა სისტემაშის ფუნქციონირებაში დარღვევა, ვეგეტატურ–სისხლძარღვოვანი დისტონია, ნერვული მოშლილობები, ვენების ვარიკოზული გაფართოება, ჰიპოტონია (დაბალი წნევა) და ათეროსკლეროზი. ხელებისა და ფეხების სიცივე შეიძლება რკინადეფიციტური ანემიის მიზეზი იყოს. ამ შესაძლებელი მიზეზის გამოსარიცხად რკინაზე სისხლის ანალიზი გაიკეთეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს მავნე ჩვევები, კერძოდ ნიკოტინის გავლენა. კარგ შედეგს იძლევა ვარჯიში, ცივი და ცხელი წყლის მონაცვლეობითი აბაზანები (1 წუთი ცხელ წყალში, შემდეგ 5–7 წამი – ცივში). ხოლო ძილის წინ ზღვის მარილის დამამშვიდებელი აბაზანა. სისხლძარღვების კედლებს ამაგრებს ასეთი ნარევი. აიღეთ 1 ჭიქა კამის თესლი, 2 სუფრის კოვზი გამხმარი ვალერიანის ფესვები (დაფქული) და 2 სუფრის კოვზი თაფლი. ნარევს 2 ლიტრი ადუღებული წყალი დაასხით და ერთი დღე და ღამე დატოვეთ. შემდეგ გაწურეთ და ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 3–ჯერ 1 სუფრის კოვზი მიიღეთ
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად