რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ვარ 16 წლის გოგო, მაქვს თეთრი კანი, ორი კვირაა სახეზე გამიჩნდა გამონაყარი, ვარდისფერი ამობურცული პაწაწუნები თავზე იკეთებს თეთრ ცხიმის გროვას, რომელიც შემდეგ ჩირქად გადაიქცევა. თავიდან მქონდა რამდენიმე ცალი ტე ზონაში, ახლა კი მთელ შუბლზე, ცხვირზე, და ღაწვებზეც მაქვს. მსგავსი არაფერი ადრე არ მქონია. ვხმარობ ზინერიტს ორი დღეა, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ვიცავ დიეტას ენდოკრინული პრობლემები არ მაწუხებს. ვიცავ ჰიგიენას ციკლიც წესრიგში მაქვს. გთხოვთ მირჩიოთ რამე. წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი
-თქვენი აღწერით გაქვთ იუვენილური აკნე ანუ ფერიმჭამელები. გირჩევთ კანი გაიწმინდოთ დერმასეპტის ხსნარით დღეში ერთჯერ (2 კვირა), საღამოს საათებში კი - ზინერიტის სუსპენზიით დღეში ერთჯერ (10 დღე). ამის შემდეგ- გამოიყენეთ დუაკის გელი დღეში ერთჯერ (2 კვირა) დაბანილ და დაზიანებულ კერებში. ასევე გირჩევთ სახის დაბანვას კლერასილის გელ-ქაფით ან ბეტადინის თხიერი საპნით. მოერიდეთ ცხიმიან და ძალიან ტკბილ საკვებს. დაიცავით კვების და ძილის რეჟიმი.