რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა მაქვს ესეთი პრობლემა, აი თითქიმს სულ სურდო მაქვს, რომელსაც თან ახლავს თვალებს წვა და ცრემლდენა. როდესაც ალერგიული პერიოდია (გაზაფხული) ალერგიას ვაბრალებ ხოლმე (ვარ საკმაოდ ალერგიული) მაგრამ დანარჩენ სეზონებზეც ან სურდო მაქვს ან რომელიმე ნესტოდან ვერ ვსუნთქავ, თუ ერთი ნესტო იხსნება მეორე იკეტება და პირიქით. ცხვირი გატეხილი არ მაქვს. მამაჩემსაც აწუხებს ცხვირის პრობლემები და ბაბუაჩემსაც აწუხებდა თურმე.. ვის მივმართო ან რა ვქნა? გაციებაა თუ ალერგია? :)
პასუხი
-თქვენი ჩვილის მიზეზი ქრონიკული რინიტია - ქრონიკული სურდო. რომლის პროვოცირება გარდა გაციებისა, შეუძლია მწვავე ვირუსულ ინფექციას, მტვრითა და გამონაბოლქვი აირებით ძლიერ დაბინძურებულ ჰაერს. ასევე, უკვე არსებული ზედა სასუნთქი გზების პრობლემები - ცხვირის ძგიდის გამრუდება, სამკურნალო კბილები და სხვა. ხშირ სურდოს მოჰყვება შეხორცებითი პროცესი ცხვირის ნიჟარებში, ცხვირის ძგიდის გამრუდება, დანამატი ღრუების პრობლემები. უნდა მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს, ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს მკურნალობის მიმართულება რინიტის ფორმის გათვალისწინებით. ვრცელი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე http://mkurnali.ambebi.ge/daavadebebi-mkurnaloba/3297-qronikuli-riniti.html?start=1