.მაინტერესებს რომელი ფირმის საპონს მირჩევთ პირის დ... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

26-10-2012

-გამარჯობათ.მაინტერესებს რომელი ფირმის საპონს მირჩევთ პირის დასაბანად კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის. მადლობთ.

პასუხი
-კარგი იქნება, თუ მიმართავთ კოსმეტოლოგს, მითუმეტეს, თუ კომბინირებული სახის კანი გაქვთ. კოსმეტოლოგთან ვიზიტამდე გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები:
დილით პირი დიაბანეთ კომბინირებული ან ნორმალური კანისთვის განკუთვნილი ქაფით, ჩამოიბანეთ ეს ქაფი გრილი წყლით (ცხელი წყალი არ გამოიყენოთ, იგი მშრალ კანს კიდევ უფრო გამოაშრობს, ცხიმიანს კი გააცხიმიანებს), გირჩევთ, ცხიმიანი უბნიდან ქაფის ჩამობანვისას გამოიყენოთ ხაოებიანი ნაჭერი (გამოვა ერთგვარი პილინგი). დაბანვის შემდეგ გაიწმინდეთ სახე შერეული ან ნორმალური კანისთვის განკუთვნილი ტონიკით. დაბანის შემდეგ, თუ გაქვთ ფერიმჭამელები, წაისვით მათზე სპეციალური კრემი, დანარჩენ უბანზე კი წაისვით შერეული კანისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი კრემი. ასაკობრივი ცვლელებების არსებობის შემთხვევაში კანზე უნდა წაისვათ რეტინოლის ან ჰიალურონის მჟავის შემცველი დამატენიანებელი კრემები.
სახლიდან გასვლის წინ აუცილებლად წაისვით დღის კრემი (მზისგან დამცავი _ SPF ფაქტორის შემცველი) საღამოს - დაბანვა, მსუბუქი პილინგი, ტონიკი (ისე, როგორც დილას). ამის შემდეგ ნორმალური კანის უბანზე თხელ ფენად წაისვით ცხიმიანი კრემი, ცხიმიან უბანზე - ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კრემი ან ემულსია). ფერიმჭამელებზე - ფერიმჭამელების საწინააღმდეგო საშუალება.
ნიღაბი კომბინირებული კანისთვის: კვირაში ერთხელ გაიკეთეთ მკვებავი, დამატენიანებელი და დამაშვიდებელი ნიღაბი, მაგალითად შვრიისგან: 1 სუფრი კოვზი ჰერკულესს დაასხით მცირე რაოდენობის თბილი წყალი (ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ), გააჩერეთ 5 წუთი, დაიდეთ წინასარ გაწმენდილ და დაორთქლილ კანზე (ან ცხიმიან უბანზე), გაიჩერეთ 15-20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი.
კომბინირებული კანის დროს ყველაზე მშრალი ადგილია ქუთუთოები. ამის გამო თვალების რიგვლივ ადვილად ჩნდება ნაოჭები. მათი გაჩენის შესაფერხებლად უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი კრემები და შრატები, რომლებიც შეიცავენ: რეტინოლს, ჰიალურონის მჟავას, ალფაჰიდროქსიმჟავებს, ანტიოქსიდანტებს და აუცილებელია მზისგან დამცავი ფილტრების ხმარება ქუჩაში გასვლის შემთხვევაში.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლის ნიღაბი: ცხელი წყლის აბაზანაზე გაალღვეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, რომელსაც დამატებული ექნება 1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი და ერთი კვერცხის ცილა (ბეზე). ეს მასა წაისვით თვალების ირგვლივ და გაიჩერეთ 15 წუთი. გაშრობის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გააკეთეთ ყოველდღიურად ერთი თვის განმავლობაში, მხლოდ ასეთ შემთხვევაში მოგცემთ იგი ეფექტს.
შეგიძლიათ გამოიყენოთ სამკურნალო მცენარეების კომპრესი: აიღეთ 1 ჩაის კოვზი გამომშრალი გვირილა, კამა ან სალბი, დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი და 10 წუთი გააჩერეთ თავდახურულ მდგომარეობაში. ამის შემდეგ გაფილტრეთ, გაყავით ორად, ერთი გააგრილეთ, მეორე შეათბეთ. შემდეგ ქუთუთოებზე მონაცვლეობით დაიფარეთ ხან თბილი, ხან ცივი საფენები.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად