ორსულად ვარ კუჭში ცუდად გასვლის გამო გამიჩნდა უკა... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

26-10-2012

-გამარჯობათ,ორსულად ვარ კუჭში ცუდად გასვლის გამო გამიჩნდა უკანა ტანში მაქ გამონაზარდი"ბუასილი" და რა ვქნა როგორ მოვიქცე რომ აღარ მქონდეს. ზოგჯერ დაჯდომის დროს მტკივა ხოლმე.

პასუხი
-მუცელში ახალი, ცოცხალი არსების გაზრდის შემდეგ გარკვეული ცვლილებები ხდება ნაწლავებშიც; ისინი ადგილს იცვლიან, მცირდება მათი პერისტალტიკისა და მოძრაობის უნარი, რაც იწვევს ყაბზობას, განავლოვანი მასების დროულად გამოუდევნელობა იწვევს ნაწლავებში აირების დაგროვებას, მუცლის შებერვას, სწორი ნაწლავის ნახეთქების გაჩენას და ბუასილის განვითარებას. დაავადების გამწვავებამდე საჭიროა მისი პროფილაქტიკა:
•დიეტის საშუალებით გამოასწორეთ ნაწლავების მოქმედება. კვების რაციონი გაამდიდრეთ ბოსტნეულითა და ხილით, რათა ნაწლავებში გადავიდეს უხეში ბოჭკოები შეკრულობის თავიდან აცილების მიზნით. (ზომიერად მიიღეთ ხორცი და ნახშირწყლები. წელიწადის დროის შესაბამისად ყოველდღიურად მიირთვით ბოსტნეულიდან კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, ხილიდან - წითელი ვაშლი ე.წ „ბროცკი“, შავი ქლიავი (თუნდაც ჩირი), ჰერკულესი, წიწიბურა), მაწონი, დილას უზმოზე ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. სასარგებლოა რძემჟავა პროდუქტები, შავი პური. გაზარდეთ სითხის რაოდენობა (8-9 ჭიქა დღეში)
•ნაწლავების პერისტალტიკის გასაუმჯობესებლად სასარგებლოა ორსულთა სპეციალური ვარჯიშები ნაწლავთა პერისტალტიკის გასაუმჯობესებლად შეამცირეთ ჯდომის ხანგრძლივობა
•აუცილებლად მოიწესრიგეთ ნაწლავების დაცლის პერიოდულობა: დეფეკაციის აქტი უნდა ხდებოდეს ყოველდღე ერთიდაიგივე დროს. თავი აარიდეთ გადაჭარბებულ ჭინთვებს, ყოველი დეფეკაციის შემდეგ აუცილებელია უკანა ტანის ტუალეტი ცივი წყლით.
შესაძლოა ჰიგიენური პროცედურისთვის ანტისეპტიკური თვისებების მქონე მცენარეების ნაყენის გამოყენებაც - მაგალითად გვირილის.
* ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა, საკვებიდან ალკოჰოლის, მწარე და ცხარე საკვების (რაც ისედაც ეკრძალებათ ორსულებს) ამოღება ხელს უწყობს ბუასილის ჩაცხრობასა და გამწვავების პროფილაქტიკას.
ყურადღება! ორსულობის დროს - არ გამოიყენება ტრადიციული ლიდოკაინისა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები და სანთლები, პრიორიტეტულია ბუნებრივი მცენარეული ნაერთების შემცველი სანთლები და მალამოები.
ჰემოროის (ბუასილი)მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით
გ ვ ი რ ი ლ ა 2-3 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 1 სთ. წურავენ და იდებენ საფენებს ჰემოროიდულ კვანძებზე, იქამდე, სანამ სულ არ შეხორცდება.
კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი ს ს ა ნ თ ლ ე ბ ი უმი კარტოფილისაგან ამზადებენ სანთლებსა და იკეთებენ ყოველდღე ძილის წინ.
ფ ა რ ს მ ა ნ დ უ კ ი აქუცმაცებენ ფარსმანდუკსა და ასხამენ სპირტს (ქილაში), აჩერებენ 2 კვირა, ღებულობენ 30 წვეთს ცოტა წყლით დღეში 3-ჯერ. აჩერებს სისხლდენას.
ჭ ი ნ ჭ ა რ ი 2 სუფრის კოვზ ჭინჭრის მშრალ ფოთლებს ასხამენ 1 ჩაის წიქა მდუღარეს, აჩერებენ 1 სთ. წურავენ. ღებულობენ 1/2 ჭიქას დღეში 2-ჯერ.
ძ ა ხ ვ ე ლ ი 4 ჩაის კოვზ ძახველის დაქუცმაცებულ ქერქს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალსა და ადუღებენ 30 წთ. წურავენ და უმატებენ ანადუღარ წყალს პირველ მოცულობამდე.
მიღება: 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე. ბუასილის მკურნალობის ხალხური მეთოდი, რომელსაც უწოდებენ კავკასიურს: ცელოფნის ჩვეულებრივი პარკის „წვეტებში“ ასხამენ წყალს და შემოუკრავენ, რათა გაყინვის შემდეგ მიიღონ კონუსისებრი ყინულის „სანთელი“. გამოყენების წინ მის წვეტს მცირე დროით ჩაყოფენ ცხელ წყალში, რათა წვეტი მოუდნონ, უსვამენ სუფთა თაფლის სანთელს (შესაძლოა თაფლის სანთლის ფუძეზე დამზადებული მალამოს - კოლხური მალამოს, ფიტომალის, მარდის გამოყენება) და ათავსებენ უკანა ტანში. გარედან საჭიროა სქელი სტერილური ბინტის საფენის დადება.
ვრცელი ინფორმაციის მისღებად გაეცანით ჩვენს ვებ გვერდზე ნანა ხუცაიძის სტატიას „ორსულთა დელიკატური პრობლემები“,
http://mkurnali.ambebi.ge/component/content/article/22-2008-10-13-11-42-15/1331-2009-06-02-13-48-41.html
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად