, მინდა წინასწარ მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

26-10-2012

-გამარჯობა, მინდა წინასწარ მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ზოგადად ეს საიტი არსებობს და საშუალება მაქვს თქვენთვის ჩემი პრობლემის გაზიარებისა. თქვენი დახმარება ახლა ძალიან მჭირდება და მოუთმენლად დაველოდები თქვენს პასუხს. ვარ 20 წლის.სტუდენტი, ვცხოვრობ საკმაოდ აქტიური ცხოვრებით, რაშიც ვგულისხმობ ბევრ საგანმანათლებლო პროექტში ჩართულობას, ისევე, როგორც ყველანაირ სოციალურ გარემოსთან (მეგობრები, კურსელები) აქტიურ კონტაქტს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემი პრობლემის მიუხედავად, მაინც ვახერხებ ვიყო სოციალურად აქტიური. ჩემი პრობლემა ერთი შეხედვით მარტივია: სიკვდილის შიში. ეს შიში ალბათ ყველა ადამიანში რაღაც დოზით არის, ისევე, როგორც იყო ჩემთან ადრე, თუმცა ეს ნორმალურ ცხოვრებში ხელს არასდროს მიშლიდა.ჩემი მდგომარეობის გამწვავებას ვუკავშირებ, ოჯახის ახლო წევრი, კერძოდ მამიდაშვილის გარდაცვალებას რამდენიმე თვის წინ. თუმცა ბოლო დღეებია საკმაოდ გამწვავებული მაქვს მდგომარეობა, ვეღარ ვახერხებ ვერაფერზე კონცენტრაციას. გარშემო ნებისმიერ ადამიანს (ნაცნობსა თუ უცნობს) ვუყურებ და ვაკვირდები მარტო ერთი მოტივით და ვფიქრობ მარტო ერთს. ნეტა როდის მოკვდება? ამის შემდგომ მეწყება უკვე პანიკური შიში ჩემს მომავალ სიკვდილზეც. მზარავს ის ფაქტი, რომ ერთ დღეს მოვკვდები, გაჩერდება ჩემი ორგანიზმი და დროთა განმავლობაში დავიწყებ ლპობას. (მაპატიეთ არაკორექტულობისთვის, უბრალოდ მინდა, რომ ზუსტად გადმოვცე ჩემი ემოციები). აზრს კარგავს ცხოვრება, აღარანაირ სამომავლო გეგმებს აღარ ვაწყობ იმ პრინციპით, რომ " რა აზრი აქვს, მაინც ხომ უნდა მოვკვდე". ამასთანავე, გავხდი ძალიან ლმობიერი და მოსიყვარულე ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ. მუდმივად ვცდილობ მათთან დაკონტაქტებას, თბილად საუბარს განსაკუთრებით მათ შორის ასაკოვნებთან, რადგან ვფიქრობ, რომ უკვე მალე მოკვდებიან და დარჩენილი დრო მახიმალურად გამოვიყენო მათთან ურთიერთობისთვის. ვეცადე, ჩემს პრობლემაზე მესაუბა ახლობლებთან. განსაკუთრებით ჩემს დასთან, რომელიც არის ფსიქიატრი, აქვს კონტაქტი ფსიქოლოგებთან და ჩავთვალე, რომ შეეძლო ჩემი პრობლემის ხსნის გზების ძიებაში დამხმარებოდა. მაგრამ ყველა უგულისყუროდ ექცევა, ამბობენ, რომ თვითონ მსგავსი პრობლემა არასდროს ჰქონიათ და სწორედ ამიტომ ჩემი "ახირებებიც" გაზვიადებად და სიცრუედ მიაჩნიათ. კიდევ ერთი დეტალი: ვარ საკმაოდ გაწონასწორებული, შემიძლია ჩემი ემოციების შენიღბვა, ვარ პოზიტიური და სწორედ ალბათ ამიტომაც, ვერ აცნობიერებენ, რომ შეიძლება მართლა ძალიან ვიტანჯებოდე, რადგან არასდროს გამომიცხადებია ცხოპვრებისადმი უნდობლობა, არასდროს არ ვყოფილვარ მძიმე დეპრესიაში და ა.შ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს პრობლემა დროთა განმავლობაში გაივლის? რით შემიძლია, რომ დავეხმარო ჩემს თავს? დიდი მადლობა კიდევ ერთხელ

პასუხი
-სიკვდილის შიში ყველას აქვს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან სიკვდილი გარდაუვალია და ყველა სულდგმულის ხვედრია. ადამიანს აშინებს უშუალოდ სიკვდილის პროცესი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად აშინებს სიკვდილის შემდგომი მდგომარეობა (რა იქნება სიცოცხლის დასრულების შემდეგ?). მორწმუნე ადამიანებს, ანუ მათ ვისაც სჯერათ იმქვეყნიური ცხოვრების, უფრო ნაკლებად აქვთ სიკვდილის შიში და ეს ბუნებრივიცაა, რადგან სიცოცხლის დასრულება არ ნიშნავს ყველაფრის დასრულებას. სიკვდილი დასასრულია მხოლოდ ამქვეყნიური ყოფის, მაგრამ დასაწყისია იმქვეყნიური ცხოვრების.  სიკვდილს ქართველები გარდაცვალებასც ვიწოდებთ, ანუ - ერთი მდგომარებიდან, მეორეში გადასვლას და არა, სრულ გაქრობას!. მორწმუნე ადამიანებისთვის კვდება მხოლოდ ხორცი, სული კი უკვდავია. 
თქვენს შემთხვევაში სიკვდილის შიშის ასე გამძაფრება ახლობლის დაღუპვამ განაპირობა (ეს სტრესის შემდგმი მდგომარეობაა), თუ ატყობთ, რომ ვერ ერევით ამ შიშს, მაშინ აუცილებად მიმარტეთ ფსიქოლოგს. გარდა ამისა, თუ მართლმადიდებელი ბრძანდებით, მაშინ გირჩევთ მიხვიდეთ ტაძარში და აიყვანოთ მოძღვარი (დაელაპარაკეთ მოძღვარს სიკვდილსა და სიცოცხლეზე).
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად