რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-შეიძლება თუ არა ჰეპატიტების დროს ნარკოზით გაკეთდეს ძგიდის და პოლიპების ოპერაცია? რა სტადიაზე უნდა იყოს ღვიძლის დაავადებები ასეთ დროს? როცა პაციენტს ამის გამო ნარკოზზე უარს ეუბნებიან, ნიშნავს თუ არა ეს რაიმე სერიოზული სახის დარღვევას? ფუნქციის შედეგების ზუსტი ჩამონათვალი ხელთ არ მაქვს და შეგიძლიათ თუ არა პასუხი მხოლოდ ასეთ შეკითხვაზე გამცეთ? მადლობა წინასწარ
პასუხი
-მსგავს შემთხვევებში ტარდება ღვიძლის ფუნქციური ანალიზები, რის შედეგებზე დაყრდნობითაც ჰეპატოლოგი წერს დასკვნას თუ რამდენად უვნებელია და დასაშვებია აღნიშნული პაციენტისთვის სანარკოზე ნივთიერებების გამოყენება და ამის საფუძველზე ტარდება უკვე ოპერაცია. დააზუსტეთ რის საფუძველზე ეუბნებიან პაციენტს უარს ოპერაციაზე.