სექსის დროს სადღაც შიგნით, ღრმათ უსიამოვნო ტკივილს... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

26-10-2012

-სექსის დროს სადღაც შიგნით, ღრმათ უსიამოვნო ტკივილს ვგრძნობ.აქტის დასრულების შემდეგ ვარდისფერი გამონადენი მაქვს ძირითადათ ერთჯერადათ.რისი ბრალი შეიძლება იყოს?იქნებ მიპასუხოთ?დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი
-ჩამოგითვლით იმ მიზეზებს, რომლებიც შეიძლება ქალებში სექსის დროს ტკივილს იწვევდეს:
1. დეფლორაცია - საქალწულე აპკის დარღვევა პირველი სქესობრივი აქტის დროს.
2. ვაგინიზმი - გარეთა სასქესო ორგანოების კუნთების სპაზმი მათი მომატებული მგრძნობელობის გამო. ვაგინიზმი ხშირად ვითარდება იმ ქალებში, რომელთაც პირველი სქესობრივი აქტის დროს ძლიერი ტკივივლი ჰქონდათ და ქვეცნობიერად დარჩათ შიში და უსიამოვნო განცდა, რომელიც ყოველი სქსობრივი კონტაქტის დროს იჩენს თავს კუნთების სპაზმის სახით. ეს ფსიქოლოგიური პრობლემა უფროა, ვიდრე გინეკოლოგიური. ასეთ დროს ტკივილის მიზეზი მამაკაცი კი არა, თავად ქალია, რომლის კუნთოვანი სისტემა მზადაა ტკივილისათვის. ქალმა უნდა შეძლოს ქვეცნობიერში დამალული მიზეზის აღმოჩენა და მისი დაძლევა. თუ ამას დამოუკიდებლად ვერ ახერხებს, ფსიქოლოგის დახმარებაა საჭირო.
3. საქალწულე აპკის არასრული დარღვევა - ზოგჯერ საქალწულე აპკი ისეთი აგებულებისაა, რომ მრავალჯერადი სქესობრივი აქტის დროსაც კი ვერ ხდება მისი მთლიანობის დარღვევა და მხოლოდ ნაწილობრივ იხევა. ასეთ შემთხვევაში ქალს სექსის დროს ტკივილი აქვს. მშობიარობის შემდეგ კი უკვე ირღვევა აპკის მთლიანობა და ტკივილებიც ქრება.
4. საშოს ლორწოვანის ანთება - ასეთ ანთებას ინფექციური პათოლოგიები იწვევს, ამიტომ კარგი იქნება ნაცხის ბაქტერიოლოგიური ანალიზი.
5. ანთების შემდგომ განვითარებული შეხორცებები.
6. მშობიარობის შემდგომი ნახეთქები, ტრავმები, ნაკერები.
7. ენდომეტრიოზი - მისი ძირითადი სიმპტომია ტკივილი, რომელიც ძლიერდება მენსტუაციის წინ და მენსტრუაციის დამთავრებისთანავე გაივლის. აგრეთვე ახასიათებს გამონადენი.
8. მენჯის ნერვების ნევრალგია.
9. ვენური შეგუბება - როცა სქესობრივი ცხოვრება არარეგულარულია, სასქესო ორგანოებისადმი სისხლი გამუდმებით მიედინება, უკუდინება კი არ ხდება, ამიტომ ქალს მუდმივად აქვს სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი სქესობრივი აქტის შემდეგ - ამის წამალი რეგულარული სქესობრივი თანაცხოვრებაა.
10. ბართოლონის სეკრეტის არასაკმარისად გამოყოფა - როცა ქალს არ სურს სქესობრივი ურთიერთობა, აქვს ბართოლინის ჯირკვლის პათოლოგია, ან დარღვეული აქვს ჰორმონული ფონი, შესაძლოა სეკრეტი, რომელიც სქესობრივი კონტაქტისათვის აუცილებელია, არასაკმარისად გამოიყოფოდეს, რაც ტკივილის მიზეზი ხდება. მიზეზის დასადგენად საჭიროა პაციენტის გასინჯვა სარკეებში. მიმართეთ გინეკოლოგს.
გამონადენის შესაძლო მიზეზია ცერვიკალური არხის პოლიპი ან საშვილოსნოს ყელის ეროზია; ზუსტი მიზეზის დასადგენად აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს, რათა მოახდინოს მისი დიაგნოსტირება და სათანადო მკურნალობა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად