ბავშვმა 4 წლის ასაკში ცხვირი დაარტყა რკინას. ახლა... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

26-10-2012

-გამარჯობათ, ბავშვმა 4 წლის ასაკში ცხვირი დაარტყა რკინას. ახლა არის 9 წლის და უჭირს ცხვირით სუნთქვა. ხომ ვერ მეტყვით რა სახის ჩარევა დასჭირდება ამ პრობლემის მოგვარებას და სასწრაფოა თუ არა მკურნალობა.

პასუხი
-ცხვირის ტრავმის შემდეგ უფრო ხშირია ძგიდის გამრუდება.
• ძგიდის ქრონიკული გამრუდებისას პაციენტს ყველაზე ხშირად უვითარდება ცხვირის დანამატი ღრუების ანთებითი დაავადებები: სინუსიტი, ჰაიმორიტი, ეთმოიდიტი და ფრონტიტი. ხანგრძლივი მკურნალობა იწვევს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებას და პოლიპების გაჩენას.
• ცხვირით სუნთქვის გაძნელება და გამრუდებული ძგიდის მუდმივი არანორმალური შეხება ცხვირის ლორწოვან გარსთან ხშირად იქცევა ბრონქული ასთმისა და ალერგიული სურდოს მიზეზად.
• ცხვირის დეფორმაცია ყველაზე ხშირად იწვევს გარეთა ცხვირის მარჯვნივ ან მარცხნივ გადახრას. ცხვირის ძგიდის მოგვიანებითი გართულებებია ცვლილებები სისხლში, გულს-სისხლძარღვთა სისტემასა და სქესობრივ სფეროში; მცირდება ორგანიზმის შეუვალობა გარემოს არახელსაყრელ ფაქტორთა მიმართ, ქვეითდება იმუნიტეტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გამრუდებული ძგიდის დროული და კვალიფიციური მკურნალობა აუცილებელია ცხვირის ძგიდის გამრუდების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული მეთოდით შეიძლება.
რაც შეეხება ასაკს (თუკი რა თქმაუნდა ყელ-ყურ-ცხვირის ექიმმა ძგიდის გამრუდების დიაგნოზი დასვა), წინათ მიიჩნეოდა, რომ გარდატეხის ასაკამდე ძგიდეზე ოპერაციული ჩარევა არ შეიძლებოდა. ბოლო ხანს ამ შეხედულების გადახედვა მოხდა. გერმანელი სპეციალისტების გამოკვლევაზე დაფუძნებული დასკვნების საფუძველზე ოპერაციისთვის ასაკს პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ადრეულ ასაკში განხორციელებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ ძგიდე დიდად არ იცვლება. ასე რომ, დღეს ოპერაციის გაკეთება 16 წლამდეც შესაძლებლად მიიჩნევა, მაგრამ უნდა იყოს ამის აბსოლუტური ჩვენება, რასაც სპეციალისტი გადწყვეტს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად