რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ!მყავს 1წლის და 4 თვის გოგონა მაინტერესებს სავალდებულოა თუ არა სუპინატორიანი ფეხსაცმლის ჩაცმა არადა ძალიან კარგი ფეხსაცმელები გამომიგზავნეს მაგრამ სუპინატორით არ არის.ბრტყელტერფიანიც არ არის ბავშვი.გმადლობთ წინასწარ.
პასუხი
-ბავშვის ტერფი სწორად რომ განვითარდეს, უნდა ჰქონდეს თავისუფალი მოძრაობის საშუალება, ხოლო დამატებითი ჩანართი (ამ შემთხვევაში სუპინატორი) ხელს უშლის კუნთებისა და მყესების ბუნებრივი ჩამოყალიბების პროცესს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა ბავშვს მეტ-ნაკლებად ინდივიდუალური ფორმის ტერფი აქვს, ერთი და იმავე ყალიბის ფეხსაცმელი ყველას არ გამოადგება. ასე რომ, თუ პატარას ორთოპედის მიერ დაენიშნა სუპინატორი, მისი შერჩევა მოხდება ინდივიდუალურად ისიც – მხოლოდ და მხოლოდ სამი წლის ასაკიდან. მანამდე ტერფი ჩამოუყალიბებელია და ძნელია განსაზღვრა, სჭირდება თუ არა პატარას “ბორცვიანი” სამკურნალო ფეხსაცმელი. თუ გადაწყვეტილი გაქვთ სუპინატორიანი ფახსაცმლის შეძენა, მაშინ უნდა შეარჩიოთ საშუალო ზომის, რბილბორცვიანი და ნასვრეტებიანი. ზოგჯერ ფეხსაცმელს სუპინატორის ადგილას მხოლოდ ნასვრეტები აქვს და თითით მოსინჯვისას შემაღლება არ შეიგრძნობა. ასეთი ფეხსაცმლს ნუ შეიძენთ. ინფორმაციისთვის! ტერფის თაღების სრული ფორმირება 6-7 წლის ასაკში ხდება, - მანამდე ტერფის ფორმა საბოლოოდ გამოკვეთილი არ არის, - ბრტყელტერფიანობისკენ მიდრეკილების ამოცნობა წლამდე ასაკის ბავშვებშიც შესაძლებელია.