რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მყავს ჭიები და ძალიან მექავება .რა უნდა ვიხმარო?დიდი მადლობა.
პასუხი
-მიმართეთ პარაზიტოლოგს, დიგნოზის დაზუსტებისა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნისთვის. ზოგადად, ენტერობიოზს წარმატებით მკურნალობენ სხვადასხვა ანტიჰელმინთური – პარაზიტების საწინააღმდეგო - საშუალებით. პრეპარატის შერჩევა და დოზირება ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის მონაცემების გათვალისწინებით. მკურნალობას ექიმი ნიშნავს. დეჰელმინთიზაცია ტარდება პირანტელით (კომბანტრინი), მებენდაზოლით (ვერმოქსი) და სხვა ანტიჰელმინთური პრეპარატებით. ისინი უნდა დაინიშნოს აუცილებლად პათოგენეზური მკურნალობის ფონზე, რომელიც მიმართულია მიკროფლორის ნორმალიზაციისკენ (ფერმენტები, ბიოპრეპარატები), ორგანიზმის დესენსიბილიზაციისკენ, იმუნური სისტემის აქტივობის გაზრდისკენ (ვიტამინებით, ადაპტოგენებით). მკურნალობა წარმატებულია მხოლოდ პირადი ჰიგიენის წესების დაცვისას