რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-რა სიმპტომებს აქვს სისხლძარღვების შევიწროვებას (თავში) ტვინისათვის? სისხლძარღვების შევიწროვება და სპაზმი თავის არეში თუ არის მიახლოებული შიზოფრენიის სიმპტომებთან? ხომ ვერ მეტყვით თუ იკურნება ეს დაავადება და ვინ არის ამ საკითხში კომპეტენტური ექიმი.
პასუხი
-შიზოფრენია მძიმე ფსიქიკური დაავადებაა, ძირითადად ახასიათებს დაუკავშირებელი მეტყველება, გარემოდან მოწყვეტა, კარჩაკეტილობა, ბოდვა, ჰალუცინაცია, აკვიატებული აზრები და სხვა. შიზოფრენია ქრონიკული დაავადებაა და ძირითადად გარდატეხის ასაკში იჩენს თავს. ტვინის სისხლძარღვების შევიწროვება კი მეხსიერების დარღვევასთანაა დაკავშირებული. შიზოფრენიას უნდა უმკურნალოს ფსიქიატრმა. მკურნალობის შედეგად (მკურნალობა მუდმივია) მიიღწევა რემისია.
თავის დაჭიმულობა და გაბრუება ეხლა დამეწყო ერთი კვირაა ოსტეოხონდროზი დამიდგინეს ვსვავ წამლებს არ მიშველა ისევ ისე ვარ ხან მომეხსნება ეს დაჭიმულობა კარგად ვარ მერე ისევ ისე
25 ოქტომბერი 2014 14:45
მაქვს თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, ცოტა გულისრევის შეგრძნებაც წნევა ნორმალური მაქვს ამ დროს მიჭირს აზროვნების უნარი თითქოს ვერ ვხედავ ყურის ბარაბნები მისკდება და ბუნდოვნად ვხედავ მაღიზიანებს ხმები. არა და სამსახურში აზროვნება მჭირდება და გავგიჟდი იქნებ დამისვათ სავარაუდო დიაგნოზი მაინც. თავის ტკივილს ციტრამონი კი მიხსნის მაგრამ ისევ მეწყება რამდენიმე საათში ??/ გთხოვთ დამეხმაროთ.