ვარ 1 თენახევრის ორსული, მაქვს ღრძილების ანთება ... | სტომატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სტომატოლოგია

კატეგორია - სტომატოლოგია

25-10-2012

-გამარჯობათ, ვარ 1 თენახევრის ორსული, მაქვს ღრძილების ანთება ვიმკურნალე და შედეგიც მქონდა მაგრამ ეს რამოდენიმე დღეა ძალიან მაწუხებს, რა შეიძლება გავაკეთო, იქნებ მირჩიოთ...გვირილის სავლებებს ვივლებ, მაგრამ მიელავს და ღამე თითქმის ვერ ვიძინებ ისე მაწუხებს. გმადლობთ წინასწარ.

პასუხი
-ორსულმა კბილებს ჩვეულებრივ უნდა მოუაროს, არავითარი განსაკუთრებული წესის დაცვა არ არის საჭირო, მაგრამ უმჯობესია, პირის ღრუს ოდნავ მეტი ყურადღება მიაქციოს, ვიდრე მანამდე აქცევდა. სასურველია გამოიყენოს სავლებები, რომლებიც კბილებისა და ღრძილებისათვის მარგებელ მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს.
ხშირად ისმის კითხვა, რა პრობლემებს შეიძლება შეეჯახოს მომავალი დედა. ორსულობისას მიმდინარე ჰორმონულმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს გინგივიტი. გინგივიტი ღრძილების ანთებაა, რომელსაც ნადებში არსებული ბაქტერიები იწვევს. გინგივიტის ნიშნები ძლიერდება ორსულობის დასასრულს. პირის ღრუს ჰიგიენის საფუძვლიანი დაცვა ამცირებს დაავადების განვითარების რისკს.
გინგივიტის სამკურნალოდ მივმართავთ კბილების პროფესიონალურ ჰიგიენას და ანთების საწინააღმდეგო თერაპიას. თუ მკურნალობა არ ჩატარდა, ან არასათანადოდ ჩატარდა, გინგივიტი შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ ანთებაში - პაროდონტიტში, პაროდონტოზში, და საბოლოოდ კბილების დაკარგვამდეც კი მიგვიყვანოს. პაროდონტიტი ძალზე გავრცელებული ანთებითი დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს კბილღრძილოვანი შეერთების დარღვევით და პაროდონტული ჯიბეების ჩამოყალიბებით. ორსულობის პერიოდში დაავადების განვითარებისა და გამწვავების მიზეზს წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის დარღვევა და იმუნიტეტის დაქვეითება.
გარდა ამისა, ორგანიზმი განიცდის ვიტამინების ნაკლებობას. მცირდება სისხლძარღვების ელასტიკურობა, იკარგება კალციუმი. ღრძილებიდან მომატებული სისხლდენა ორსულობის ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომია. ამაშიც ბრალი მიუძღვის კალციუმის უკმარისობას, განსაკუთრებით - ორსულობის მეორე ნახევარში. ამ პერიოდში ხდება კალციუმისა და ფოსფორის ჩალაგება ნაყოფის ძვლებისა და კბილების ჩამოყალიბებისთვის. ორსულთა კბილის პასტა განსაკუთრებული უნდა იყოს - ხელი უნდა შეუწყოს ღრძილების გამაგრებასა და შეხორცებას, ანთებითი პროცესების ჩაცხრობას, შეიცავდეს კალციუმს.
კარგია სამკურნალო მცენარეების ბუნებრივი ექსტრაქტების შემცველი კბილის პასტის გამოყენება - ისინი ანადგურებენ ბაქტერიებს და აგვაცილებენ კარიესის განვითარებას. ზედმეტი არ იქნება სავლების გამოყენება - იგი ასუფთავებს როგორც კბილებს, ასევე მთელ პირის ღრუს.
სტომატოლოგთან კონსულტაციების სიხშირე, შეძლებისდაგვარად, ასეთი უნდა იყოს: ფეხმძიმობის დადასტურებისას - პირველად, მე-20 კვირამდე - თვეში ერთხელ, მე-20-დან 32-ე კვირამდე - თვეში ორჯერ, 32-ე კვირის შემდეგ - თვეში 3-4-ჯერ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად