რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მაქვს მაღალი წნევა არცერთი წნევის წამალი არ მშველის რამდენიმე ექიმს მივაკითხე მაგრამ უშედეგოდ.თქვენ რას მირჩევდით.
პასუხი
-ნებაზე მიშვებული მაღალი არტერიული წნევა საკმაოდ სერიოზული დაზიანებების მიზეზი ხდება. ამიტომ საჭიროა კომპლექსური გამოკვლევის ჩატარება, ჰიპერტანზიის ყველა შესაძლო გამომწვევი მიზეზის დასადგენად და შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად. საიტიდან ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, მიმართეთ კარდიოლოგს ან ნევროპათოლოგს. გირჩევთ ცხოვრების წესის შეცვლას. პირველ რიგში წონის კორექციას (თუკი არსებობს ამის აუცილებლობა), დიეტა - კვება ხილით, ბოსტნეულით და რძის პროდუქტებით მდიდარი და ცხიმებით (ცხოველური) ღარიბი, საკვებში სუფრის მარილის შეზღუდვა (დღეში მაქსიმუმ 1 ჩაის კოვზი), ფიზიკური აქტიობა, ყოველდღე 30წთ სწრაფი სიარული. საჭიროა თამბაქოზე უარის თქმა, ალკოჰოლისა და კოფეინის შეზღუდვა, მშვიდი ცხოვრება.