მოგესალმებით, თქვენი პასუხი ჩემთვის ძალიან მნიშვნე... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
25-10-2012

-მოგესალმებით, თქვენი პასუხი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აგერ უკვე 2 წელია ვცდილობ ვიპოვო პასუხი მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერავინ ვერ მიხსნის, 2 წლის წინ იყო საკეისრო კვეთა. ნაყოფი მდებარეობდა გარდი გარდმო ,ჭიპლარშემოხვეული, ორსულობა მქონდა ასე თუ ისე მძიმე ანუ მქონდა ტონუსი, უმადობა, უჰაერობა, ზოგჯერ წნევის ცვალებადობა ვფიქრობ უფრო დაღლილობიდან, სტრესული სამსახური და სხვა. მაქვს მეორე უარყოფითი სისხლის ჯგუფი ასევე გამოყვა ბავშსაც, ბავშვი დაიბადა წონით 2, 400 გრამი. მისმა პედიატრა გაგვაფრთხილა, რომ ჯერ სიტუაცია კრიტიკულია. დაიბადა შეშუპებით ფეხებზე, შემდეგ შეფასდა ჯანმრთელად. მაგრამ ჩვილს არ შეეძლო თავისუფლად ეჭამა საკვები, ანუ იღლებოდა და იძინებდა ვერ წოვდა. გაწერის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა. ექიმმა გაგვწერა 5 დღით ჩვილთა კლინიკაში, ზონდირების კვებით. კლინიკაში გადაუღეს თავზე ექოსკოპია, აბსოლუტურად შეფასდა ჯანმრთელად, სისხლის ანალიზმა აჩვენა ცოტა სიყვითლე. დაუნიშნეს გადასხმები B ვიტამინი, ნატრიუმი ქლორი, უჰაერობის წამალი მე ზუსტად არ მახსოვს კიდე რა იყო. მოკლედ პირველ გადასხმაზე ძალიან მაგრად იტირა შევამჩნიე, რომ ტუჩები გაულურჯდა, შემდეგ მეორე დღეს იგივე პროცედურების დროს ანალოგიურად ძლიერი ტირილი და მთელ ტანზე შავი კოპლები გაჩნდა ანუ აჭრელდა, როგორც კი წამალი შევიდა ორგანიზმში, ხოლო კათეტერის ხელი იყო მთლიანად თეთრი. დაფიქსირდა სამწუხაროდ გულის გაჩერება, შემდეგ გული აამუშავეს და ყავდათ ხელოვნურ აპარატზე, შემდეგ მითხრეს არის ვირუსი, ანუ დედის ბრალიაო და ათასი ბრალდება. დიაგნოზი საბოლოოდ გამოიტანეს "ელვისებური შოკური სეფსისი". შემდეგ ჩავიტარე გამოკვლევა ვირუსებზე აღმომაჩნდა ციტომეგალოვირუსი, ჰერპეს ვირუსი და სხვა ანთებითი დაავადებები საშოში ნუ ეს გამოკვლევა ჩავიტარე მშობიარობის შემდეგ 1 თვეში, მანამდე გინეკოლოგს არ მოუთხოვია ანტისხეულების გამოკვლევები, ან სხვა რაიმე ანალიზები, მეც არ ვიყავი ისეთი გამოცდილი, რომ რამეს მივხდარვიყავი. ვერ მოვითმინე დაკრძალვის შემდეგ 20 დღეში გავაკეთეთ ეგზგუმინაცია, პასუხი მოვიდა 1 წელში: მოკლედ რაც შემეძლო წამეკითხა და დამემახსოვრებინა ექსპერტიზის დასკვნიდან ეს იყო: ტვინის შეშუპება, სისხლძარღვების შევიწროება, ჰიპოქსია და მუცლის დროს მიღებული ტრამვა. მაინტერესებს ვთქვათ კარგით ქონდა ჩვილს რაიმე ინფექცია, მაგრამ შეეძლო ვირუსს ან ვიტამინებს მოეკლათ მე-11 დღეს ჩვილი? მისმა ექიმმა მითხრა სინჯი არ კეთდებაო ვიტამინებზე. რამ გამოიწვია სიკვდილი ჩვილის? ვიცი ცოტა რთული კითხვაა , მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ იქნებ ექთანს შეეშალა რამე? გთხოვთ მომწერეთ. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.

პასუხი
-ძალიან ვწუხვართ, რომ ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამწუხაროდ ბავშვის გარდაცვალების მიზეზს მხოლოდ თქვენს მიერ მოწოდებული ექსპერტიზის მონაცემებით ვერ დავადგენთ. ტვინის შეშუპება ვირუსულ ინფექციასაც შეიძლება გამოეწვია და ანფილაქსიურ შოკსაც. მაგრამ ეს უკანასკნელი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ვიტამინებზე ალერგიული რეაქცია და თავაც ისეთი რომ შოკი გამოეწვია პორაქტიკულად შეუძლებელია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად