.ვარ 21 წლის.უცნაური რამე მჭირს,მეხსიერება მაქვს ძ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

25-10-2012

-გამარჯობა.ვარ 21 წლის.უცნაური რამე მჭირს,მეხსიერება მაქვს ძალიან დაქვეითებული,რამეს რომ წავიკითხავ ცოტა ხნის შემდეგ ქრება.თითქოს არც წამეკითხოს.შეიძლება წიგნიდან პერსონაჟიც კი ვერ გავიხსენო..არავერი მამახსოვრდება..რასაც ვსაწავლობ გონებიდან ქრება.აღარ ვიცი რა ვქნა.რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს და რას მირჩევთ?

პასუხი
-დღევანდელი დაძაბული ყოდელდღიურობა და ცხოვრების სწრაფი ტემპი მეხსიერებასთან დაკავშირებით სერიოზულ პრობლემებს გაცილებით მცირე ასაკში მყოფებსაც კი უქმნის. ახალგაზრდა ასაკში მეხსიერების დაქვეითების მიზეზი ან რაიმე დაავადებაა ან ცხოვრების არაჯანსაღი წესი: ნარკოტიკი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, სამედიცინო პრეპარატების არასათანადოდ მოხმარება. არასრულფასოვანი კვება, ძილის რეჟიმის უგულებელყოფა. თუ ძილისა (ღამის მანძლზე სულ მცირე 8 სთ ძილი) და კვების რეჟიმი მოწესრიგებული გაქვთ, ამასთან იკვებებით ხილითა და ბოსტნეულით დაბალანსებული რაციონით, ფიზიკურად აქტიური ხართ (ვარჯიშობთ) და მეხსიერების პრობლემა მაინც არსებობს, მაშინ გირჩევთ ჩაიტაროთ გამოკვლევები სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის დასადგენად, იოდის დეფიციტი პირველ ყოვლისა სწორედ ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და მეხსიერებაზე აისახება ხოლმე ნეგატიურად. ქრონიკულად მიმდინარე ანემიის გამოსარიცხად გირჩევთ ჩაიტაროთ სისხლის საერთო ანალიზი და სისხლში თავისუფალი რკინის შემცველობის დასადგენი ანალიზები. თუმცა კვლევებს რომ მიზანმიმართული ხასიათი მიეცეს უმჯობესია მიმართოთ ნევროპათოლოგს, რომელიც ამ პრობლემის დაძლევაში კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:
ბრიტანეთის კვების სამეცნიერო-საკონსულტაციო კომიტეტი ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან ბრძოლას გვირჩევს
უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა რგებს ან რა ვნებს ხერხემალს და დასკვნები თვითონვე გამოვიტანოთ.
რამ შეიძლება დააზიანოს გულის კუნთი, თუ პაციეტს არასოდეს ჰქონია გულის დაავადება?
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ ლითონთაგან ტყვია ერთ-ერთი საშიშია.
ოთახის მცენარეები ცალსახად სასარგებლოა. განსაკუთრებით დიდი ფოთლებიანი მცენარეები ატენიანებენ ჰაერს.
ზღვის მარილის გამოყენების ყველაზე იოლი გზა მისი აბაზანის მიღებაა. ის ხსნის კუნთურ დაძაბულობას, ასუფთავებს ფორებს, არბილებს კანს და ამზადებს მას კოსმეტიკური პორცედურებისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად