.მაინტერესებს ფეხის სუნის გასაქრობათ რა შეიძლება გ... | სხეულის ჰიგიენა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სხეულის ჰიგიენა

კატეგორია - სხეულის ჰიგიენა

25-10-2012

-გამარჯობა.მაინტერესებს ფეხის სუნის გასაქრობათ რა შეიძლება გამოვიყენო?პრეპარატი ან ხალხური მეთოდი.მადლობთ

პასუხი
-სუნი ხშირად ახლავს ოფლიანობას, რომელსაც როგორც წესი, კანზე იმ ბაქტერიების მოხვედრა იწვევს, რომელთაც ძალიან უყვართ ოფლი. ფეხის სუნის გასაქრობად უპირველეს ყოვლისა, ოფლს უნდა ებრძოლოთ. ამისათვის ფეხები ყოველდღე უნდა დაიბანოთ თბილი წყლითა და საპნით და უნდა გამოიცვალოთ ფეხსაცმელი და წინდები. ფეხსაცმელი უნდა იყოს ნაჭრის, ან ნატურალური ტყავის, ზაფხულში იხმარეთ მოხდილი ფეხსაცმელები. წინდები უნდა იყოს ბამბის.
პერიოდულად გარეცხეთ ფეხსაცმელი და გამოიყენეთ ფეხის დეზოდორანტები. თუ ამან არ გიშველათ, მაშინ ორი კვირის განმავლობაში ყოველდილა მიიფრქვიეთ ბორის მჟავა ტერფებზე და თითებს შორის. საღამოს დაიბანეთ ფეხის ტერფები თბილი წყლით. რასაკვირველია, ყოველდღე უნდა გამოიცვალოთ წინდები.
არსებობს კომბინირებული (ანტიმიკოზური, ანთებისსაწინააღმდეგო, დეზოდორის თვისებების მოქონე) პრეპარატები, რომლებიც ფხვნილის სახით გამოდის და უნდა ჩაიყაროს ფეხსაცმლის საფენში. დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელში სპეციალური დეზოდორის ჩასხმას და ნესტის შემწოვი საფენების ჩადებას. მართალია ისინი ვერ წყვეტენ პრობლემას, მაგარამ სუნს რამდენადმე ახშობენ და ოფლიანი ფეხების გართულების (სოკო) ალბათობასაც აქვეითებენ.
ტერფების ოფლიანობის დროს მიმართავენ იონოფორეზსაც.
გასწავლით ფეხიდან სუნის გასაქრობ რამდენიმე სხვა საშუალებასაც:
- ფეხები მოათავსეთ ჩაის მაგარ ნაყენში თხუთმეტი წუთის განმავლობაში დღეში ორჯერ. ეს კარგი საშუალებაა ფეხების ოფლიანობის შესამცირებლად.
- ფეხებზე გადაივლეთ ძმრის ხსნარი. ფეხის სუნის მოსაცილებლად კვირაში სამ-ოთხჯერ ფეხები დაიბანეთ ძმრის თბილ წყალხსნარში. ერთ ჯერზე ნახევარი ჭიქა ძმარი გეყოფათ.
- ძლიერი ოფლიანობის დროს სასარგებლოა ასეთი აბაზანები: 1 ლ წყლში ჩაყარეთ 50-100 გრ მუხის ქერქი. ადუღეთ 20-30 წთ დაბალ ცეცხლზე. გაიკეთეთ თბილი აბაზანები ყოველ საღამოს.
- ჩაყარეთ 1/5 ჩ.კ. ან დანის წვერით დამწვარი შაბი 1 ჭიქა ცხელ წყალში, კარგად გახსენით და გადაივლეთ ტერფებზე.
- ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ჭიქა ცხელ წყალში. გადაივლეთ ტერფებზე ღამე, დილით კი გამოიყენეთ ცივი მარილიანი წყალი. ასეთი პროცედურების შემდეგ მცირდება ოფლიანობა და სუნი ფეხებზე.
- ლიმონის წვენით გაიწმინდეთ ტერფები ყოველ ღამე.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად