გთხოვთ მითხარით 5 თვის ბავშვმა რამდენი გრამი და რა... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

25-10-2012

-გთხოვთ მითხარით 5 თვის ბავშვმა რამდენი გრამი და რამდენ საათში ერთხელ უნდა ჭამოს? და რაციონიც მითხარით რით უნდა იკვებოს

პასუხი
-თუ ჩვილი ბუნებრივ კვებაზეა, პედიატრმა უნდა გადაწყვიტოს, რა ასაკიდან მიიღებს იგი დამატებით საკვებს.
ზოგადად, კი 5თვის ასაკში დედის რძე ან ადაპტირებული რძის ნარევი რჩება პატარას ძირითად საკვებად, ამას გარდა აუცილებელია, რომ მან საკმარისი რაოდენობით მიიღოს ვიტამინები, განსაკუთრებით B და C. ბავშვს უკვე შეგიძლიათ დაუმატოთ ხილის წვენები და ხილი-ბოსტნეულის პიურე. დასაწყისში ხილ-ბოსტნეულის პიურე მიეცით 1-2 ჩაის კოვზის ოდენობით, შემდეგ კი გაუზარდეთ 140-150 გრამამდე. რაც შეეხება წვენებს, მან უნდა მიიღოს იგი 20 მლ-მდე დღეში, შემდეგ შეგიძლიათ ცალ-ცალკე მისცეთ ხილის პიურე და ცალკე ბოსტნეულის.
მისი მენიუ ასე უნდა გამოიყურებოდეს: 6.00-7.00 - ადაპტირებული რძის საკვები. 10.00-10.30 - 150 გრამი ბოსტნეულის პიურე, 30 გრამი ფაფა, ან ხაჭო, ნახევარი მოხაშული კვერცხის გული (იწყება მერვედი ნაწილიდან და კარგად ატანის შემთხვევაში იზრდება ნახევრამდე). 14.00 – ადაპტირებული რძის ნარევი. 17.00-18.00 150 გრამი ფაფა, 30 გრამი ხილის წვენი. 21.00-22.00 ადაპტირებული რძის ნარევი. ეს სქემა მიახლოებითია.
კვების რეჟიმი ინდივიდუალურად, ბავშვის ფსიქომოტორული განვითარების გათვალისწინებით, პირად პედიატრთან შეთანხმებით დგება. ინფორმაციისთვის!დამატებითი საკვების მიღებას თან ახლავს გარკვეული რისკფაქტორები. კერძოდ, გასათვალისწინებელია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სხეულის მასა, გარემოს ტემპერატურა ანუ წელიწადის დრო და ა.შ. ოპტიმალურია, როდესაც პირველი დამატებითი საკვების მიღების დრო ზამთრის ან უბრალოდ გრილ პერიოდს ემთხვევა.
წლამდე ასაკის კვების საკითხი აუცილებლად პირად პედიატრთან უნდა შეათანხმოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად