5წლის გოგონას აქვს ქუთუთოების უნებლიე პაჭუნი, დღი... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

25-10-2012

-გამარჯობათ, 5წლის გოგონას აქვს ქუთუთოების უნებლიე პაჭუნი, დღის მანძილზე თითქმის არ ემჩნევა საღამოს საათებში მატულობს განსაკუთრებით ტელევიზორის ყურების დროს. გავიკეთეთ ანალიზები და რევმატიული ფონი არ გამოვლინდა. შესაბამისად მივმართეთ ნევროლოგს, დაგვინიშნა გლიცინი და გვითხრა რომ თვითონ უნდა გაიაროს. რათქმაუნდა ვცდილობთ იყოს მშვიდ გარემოში და ხელს ვუწყობთ ყველანაირად. ამ სიმპტომებს წინ არ ერთვოდა განსაკუთრებული სტრესი არც შიში რომ დავაბრალოთ, თუმცაღა ბავშვი არის საკმაოდ ემოციური.მაინტერესებს კიდევ თუ არის რაიმე საშუალება რითიც შეიძლება წიკებთან გამკლავება?

პასუხი
-ტიკები აღმოცენდება ნორმალური ბავშვების 1/4-ში და უკუგანვითარდება გარდატეხის ასაკში. ჯანსაღი მოზარდების ნაწილში აღინიშნება ასევე მუდმივი მოტორული ტიკები, რაც არ გამოხატავს რაიმე ორგანულ პათოლოგიას. „ტიკები“ ძირითადად ვითარდება 5-6 წლის ასაკში, ბავშვები სუსტი ნერვული სისტემით მწვავედ რეაგირებენ ნებისმიერ ფსიქიკურ ტრავმაზე და „ტიკები“ ხშირად ჩნდება, ზოგჯერ მათ განვითარებას ხელს უწყობს მწვავე ან ქრონიკული ინფექციები, როგორიცაა: გრიპი, ანგინა, ჰაიმორიტი, რომლებიც კიდევ უფრო ასუსტებენ ბავშვის ნერვულ სისტემას.
თვალების უნებლიე ხამხამი შეიძლება გამოწვეული იყოს კონიუნქტივიტით, ბლეფარიტით, ან არასწორად შერჩეული სათვალის შედეგად. გარდა ამისა, ჭიებით ინვაზია შეიძლება იყოს ქუთუთოების ხშირი ხამხამის მიზეზი.
მკურნალობა ძირითადი დაავადების წინააღმდეგ არის მიმართული.
იმისთვის, რომ ბავშვი „ტიკისგან“ გათავისუფლდეს აუცილებელია, გარშემო მყოფების დახმარება, განსაკუთრებით მშობლების, ექიმებთან ერთად. თუ „ტიკი“ არ არის მკვეთრად გამოხატული, ბავშვის ყურადღება მასზე არ უნდა დავაფიქსიროთ, დასაშვებია კომპიუტერთან თამაშიც, მაგრამ დღეში არაუმეტეს ერთი საათისა. აუცილებელია, დღის რეჟიმის მკაცრად დაცვა, ბავშვი უნდა იძინებდეს და დგებოდეს თავის დროზე. ძილის დროს ნერვული სისტემა ისვენებს და აგზნება (თუკი მიზეზი ეს არის), რომელმაც „წიკი“ განაპირობა იხსნება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად