ერთი თვის წინ ვიმშობიარე. მას შემდეგ ნერვებს ვერ ვთოკავ, იოლად ვღიზიანდები, სულ მეტირება, ბავშვიც კი, რომელიც ასეთი ტანჯვით გავაჩინე, მაღიზიანებს. შინაურებთან ამ თემაზე საუბარი მერიდება... გთხოვთ, მირჩიოთ რამე.
მდგომარეობას, რომელსაც ჩვენი მკითხველი აღგვიწერს, მშობიარობის შემდგომი დეპრესია ჰქვია. წერილის ავტორი გამონაკლისი არ გახლავთ - მშობიარობის შემდგომ დეპრესიას უამრავი ახალნამშობიარევი ქალი უჩივის. ამ დაავადებაზე ფსიქოთერაპევტი ნინო მაისურაძე გვესაუბრება.
ბავშვის დაბადება, რაღა თქმა უნდა, ბედნიერებაა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მშობიარობა ძლიერი სტრესიც არის, ახალშობილის მოვლა კი უდიდეს ძალის