, მყავს 9 წლის ვაჟი. მე- 4 კლასშია. როგორც მასწავ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

25-10-2012

-გამარჯობა, მყავს 9 წლის ვაჟი. მე- 4 კლასშია. როგორც მასწავლებლები მეუბნებიან, სკოლაში ძალიან ცუდად იქცევა. გაკვეთილებზე იცინის და აცინებს კლასელებსაც, ასევე უყურადღებოდ ეპყრობა მიცემულ დავალებებსაც, რომელიც იქვე გაკვეთილზე ეძლევა შესასრულებლად. ტესტებს არ ამთავრებს და იმავე ფურცელზე ხატავს და ისე უბრუნებს მასწავლებელს. მასწავლებელი რომ ეტყვის ეს ტექსტი გადაწერე რვეულშიო. დაიწყებს წერას და მერე მიატოვებს და მიაჯღაბნის რაღაცას. არც სცხვენია და ერიდება. მარტო დამრიგებლის გაკვეთილებზე (ქართული და მათემატიკა) იქცევა ნორმალურად რადგან იმ მასწავლწებელს ვერ უბედავს ასეთ საქციელს.ჩემი მხრიდან არანაირი წახალისება, დასჯა, საყვედური არ ახდენს გავლენას მის მოქმედებებზე. ეს დღეებია დავსაჯე: არანაირი ტელევიზორი (უყვარს მულტფილმების არხის ყურება), არა - კომპიუტერი, ბოლო თვეების განმავლობაში იწვა მამამისთან, ღამე მეშიანიაო ამბობდა, და გადავაწვინე თავის ოთახში, (რომელიც კარგად აქვს მოწყობილი და იქ ძინავს 2 წლის ასაკიდან) ვუთხარი, რომ აღარ ვატარებდი კალათბურთზე (სადაც მისი დაჟინებული თხოვნის მერე დამყავს) მომდევნო თვიდან თუმცა თუ თავის მოქმედებებს გამოასწორებს, აქვს შანსი კალათბურთზე კვლავ იაროს, მაგრამ ტელევიზორს ზაფხულამდე ვერ ეღირსება. მინდა გაითვალისწინოთ, რომ სახლში ყოველთვის ნორმალურად იქცევა, რომ დავსვამ სამეცადინოდ, აკეთებს რასაც ვეუბნები და ასრულებს ყველაფერს დიდი ძალდატანების გარეშე. ანუ იცის რა როგორ უნდა გააკეთოს. დიდი ნიჭით არ გამოირჩევა, მაგრამ თავის შესაძლებლობების ფარგლებში აკეთებს ყველაფერს და ყოფაქცევასაც არ ვუჩივი, ჩვეულებრივი ბავშვია. მაგრამ მასწავლებლები რომ ჰყავს აგდებული რა ვქნა არ ვიცი, დღიური საყვედურებით აქვს სავსე. პრობლემა იმაშია და ამდენს იმიტომ გწერთ, რომ ამ სასჯელის შემოღების მერე, მეორე დღესაც იგივეს აგრძელებს სკოლაში, მესამე დრესაც საყვედურები მომდის, რომ ბავშვმა არ იცის როგორ მოიქცეს გაკვეთილზე, არ ასრულებს მასწავლებლის ნათქვამს მაშინვე და გამოყავს მასწავლებელი მდგომარეობიდან. არ ვიცი როგორ მოვექცე, იქნებ მირჩიეთ როგორ მივუდგე ბავშვს, რომ სკოლაში ნორმალური მოსწავლესავით მოიქცეს. დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი
-შეიძლება თქვენი შვილის შემთხვევაში ადგილი ჰქონდეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ბავშვთა ფსიქოლოგთან ვიზიტი. დადგენილია, რომ ჰიპერაქტიური ბავშვები, რომლებიც სათანადო დახმარებას იღებენ მასწავლებლების, მშობლებისა და ექიმისგან, გაცილებით იოლად სძლევენ პრობლემებს და უკეთ ეგუებიან სასკოლო გარემოს.
კომენტარები
23 სექტემბერი 2015 20:29
მატემატიკის კიტხვებს პასუხსს ცემტ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად