მოგესალმებით, ვარ 39 წლის და ძალიან შემაწუხა სახის... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

25-10-2012

-მოგესალმებით, ვარ 39 წლის და ძალიან შემაწუხა სახის კანზე, ყელზე, დეკოლტეზე და მოშვებულ მკლავებხე სიბერის ნიშნებმა,რაც ამ ბოლო თვეებში აშკარად შესამჩნევი გახდა. ინტერნეტის მეშვეობით მოვიძიე ინფორმაცია, რომ მთავარი მიზეზი ყოფილა ოქსიდირების პროცესი და ხსნას ანტიოქსიდანტი ეწოდებაო.კანის დასაცავად უნდა იქნეს გამოყენებული ფლავონოიდი... გთხოვთ დამეხმაროთ და გამარკვიოთ, არის თუ არა საშუალება ორგანიზმში განვსაზღვროთ ოქსიდანტების სიჭარბე და არის თუ არა სააფთიაქო ქსელში ნივთიერება ფლავონოიდი, რომელიც პროფილაქტიკის მიზნით იქნება შესაძნებელი რომ მივიღოთ, ან საერთოდ რას მირჩევდით ამასთან დაკავშირებით... წინასწარ მადლობა....

პასუხი

-კანის ნაადრევ დაბერებას ხელს უწყობს სტრესი, უძილობა, ნიკოტინის და ალკოჰოლის მოხმარება, მავნე გამონაბოლქვები, დიეტები (განსაკუთრებით ხშირი გახდომა-გასუქება), ხშირი და გდამეტებული გარუჯვა, კანის გამოშრბა. ე

რაც შეეხება ოქსიდანტებს ანუ თავისუფალ რადიკალებს დიახ, ნაადრევი სიბერე არის თავისუფალი რადიკალების აქტიურობის შედეგი. თავისუფალი რადიკალები  არამდგრადი ძალზე აქტიური მოლეკულებია, რომლებიც წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივი პროცესების დროს: სუნთქვისას, საკვების მონელებისას, ენერგიის გამოყოფისას და ა.შ. მათ გააქტიურებას იწვევს აგრეთვე მთელი რიგი გარეგანი ფაქტორები, როგორიცაა: მზის გამოსხივება, ჰაერის დაბინძურება, მოწევა, ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება, უძილობა.

დადგენილია, რომ ადამიანის ორგანიზმს შეუძლია თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედების განეიტრალება ენზიმებისა და ანტიოქსიდანტების დახმარებით. ანტიოქსიდანტები გადასცემენ თავისუფალ რადიკალებს თავის ერთ–ერთ  ელექტრონს, რითაც სტაბილურ შენაერთებად გარდაქმნიან მათ და აჩერებენ უჯრედებისთვის საზიანო ჯაჭვურ რეაქციებს.

თავისუფალი რადიკალები აზიანებენ უჯრედებს და საბოლოო ჯამში - კანს, რითაც ხელს უწყობენ სწრაფ დაბერებას. ასე შეგიძლიათ  გავუმკლავდეთ ამ საფრთხეებს:

  • დიეტა -კანისთვის აუცილებელია A ვიტამინი, რომელიც შესანიშნავი ანტიოქსიდანტია. ის ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას და მონაწილეობს ქსოვილების, მათ შორის - კანის (არა მარტო სახის კანის) აღდგენაში. A ვიტამინი უხვად არის ღვიძლში, კვერცხში, რძეში, ტკბილ კარტოფილში, ფორთოხალში, წითელ ყურძენში, პომიდორში, მწვანეფოთლოვან ბისტნეულში.
    არანაკლებ მნიშვნელოვანია E ვიტამინი (ისიც ბუნებრივი ანტიოქსიდანტია), რომელსაც შეიცავს ბოსტნეული, ზეთი, ნუში, ვაშლი, მარცვლეული, ასევე - არაქისი, წიწაკა. E ვიტამინიც ანტიოქსიდანტია, რომელიც კანის დაბერების პროცესს ანელებს.
    კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა C და B ჯგუფის ვიტამინებიც.
    ჭამეთ მარცვლეული პროდუქტები, საღი ხილი, ბოსტნეული, თხილი, ცხიმიანი თევზი (კვირაში ერთხელ), დალიეთ დღეში მინიმუმ 8 ჭიქა წყალი. ეს პროდუქტები შეიცავენ დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, ცილებს, სხვა სასარგებლო ვიტამინებს, „ომეგა-3“-ს. ისინი ხელს უწყობენ დაზიანებული კანის აღდგენასა და კოლაგენის ზრდას. წყალი ეხმარება ტოქსინების გამოდევნას და ატენიანებს კანს.
  • ერიდეთ მზის გამოსხივებას, განსაკუთრებით დილის 10 სთ–დან 4 სთ–მდე,
  • უარი თქვით საკვებზე, რომელიც იწვევს ნაადრევ დაბერებას, ორგანიზმში დაჟანგვის პროცესებს და გუნება-განწყობის გაუარესებას, განსაკუთრებით კი ტრანს-ცხიმებზე, რომლებსაც ჰიდროჰენიზირებული პროდუქტები შეიცავს, როგორიცაა მარგარინი, ჩიფსები, სამრეწველო წარმოების ნამცხვრები და ა.შ.
  • თავი დაანებეთ მოწევას.
  • შეზღუდეთ ალკოჰოლური სასმელების.
  • მნიშვნელოვანია ღამის ნორმალური ძილი.
  • ცხოვრეთ აქტიური ცხოვრებით.  დღეში 30 წუთიანი ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს ჟანგბადისა და მკვებავი ნივთიერებების ეფექტურ მიწოდებას კანის კაპილარებში. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე
  • შეამცირეთ სტრესის დონე.
  • ყოველთვის ისარგებლეთ - დღისა და ღამის კრემებით (ასაკის გათვალისწინებით). კანის გასუფთავების შემდეგ დამატენიანებელი კრემის გამოყენება ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას. ისარგებლეთ ტანის კრემებიტაც.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად