რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით, ვარ 22 წლის, სექსის დაწყებიდან ძალიან მალე ვათავებ შეიძლება 1წუთშიც კი, ვცდილობ როგორმე ეს დრო გავახანგრძლივო, არის რამე მედიკამენტი რაც სექსის გახანგრძლივებაში დამეხმარება? დიდი მადლობა
პასუხი
-ნაადრევი ეაკულაცია ძალზედ მძიმე დაავადებაა, როგორც მამაკაცისათვის, ასევე მისი პარტნიორისათვის. ამ დაავადების დროს ხშირად სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა არ აღემატება 1 – 1,5 წუთს. ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი (როგორც მოვლენის და არა როგორც დაავადებისა) შეიძლება იყოს მოკლე ლაგამი და ასოს თავის მომატებული მგრძნობელობა. ამისათვის მოწოდებულია სპეციალური მალამოები (მაგ; ემლა), რომელთა წასმის შემდეგ ასოს თავის შეგრძნება დროებით მნიშვნელოვნად კლებულობს. ამის ხარჯზე ხდება სქესობრივი აქტის გახანგრძლივება. ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი შესაძლოა იყოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში – თავის ტვინში სპეციფიკური ნივთიერებების ნაკლოვანება (საქმე ეხება დოპამინის რეცეპტორებს). შესაბამისად მკურნალობა მდგომარეობს სპეციალური პრეპარატების დანიშვნაში, რომლებიც ახდენენ გავლენას აღნიშნულ რეცეპტორებზე. ფსიქოლოგიური - ნებისმიერმა ემოციურმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი ეაკულაცია.( დეპრესია, ემოციური სტრესი). შეიძლება ნაადრევ ორგაზმს ძალიან მარტივი არაპათოლოგიური საფუძველი ქონდეს, გადაჭარბებული აღგზნება. სქესობრივი აქტის ხანგრძლივობის კრიტერიუმები დადგენილი არ არის, თუმცა, თუ თქვენ, ან თქვენი პარტნიორი დაუკაყოფილებლობის გრძნობას განიცდით, ე.ი. საქმე ნაადრევ ეაკულაციას ეხება. ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა მიმართოთ უროლოგს ან სექსოლოგს, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის დაძლევაში.