რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ! მაქვს თმის გახშირებული ცვენა,გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზი და ყველაფერი მაქვს კარგად.სხვა რისი ბრალი შეიძლება იყოს და რისი გამოყენებაა რეკომენდებული?(თუ არსებობს რაიმე საშუალება ხალხური მედიცინიდან )
პასუხი
-ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ტრიქოლოგს. (ტრიქოლოგი არის ექიმი, რომელიც ახდენს თმის და თავის კანის დაავადებათა კვალიფიციურ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას). თმისთვის აუცილებელი მიკროელემენტებია: კალციუმი, იოდი, რკინა, სელენი, გოგირდი, მაგნიუმი, თუთია და სხვა; ცნობისთვის: ამის დასადგენად კეთდება თმის მინერალოგრამა. სახლის პირობებში რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ეს არის სწორი კვება. ორგანიზმი უნდა ღებულობდეს საკმაო რაოდენობით კალციუმს, მაგნიუმს, ქრომს, თუთიას, სილიციუმს, კალიუმს, იოდს, ბეტა-კაროტინებს და სხვა. კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავს ხაჭო, ყველი. დანარჩენი სასარგებლო ნივთიერების წყაროს წარმოადგენს ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანილი, ნიგოზი, ლობიო, ცერცვი, ყავისფერი ბრინჯი, ჰერკულესი. თმაში ჭინჭრის ნახარში შეიზილეთ. • ჭინჭრის ნახარში ასე მზადდება: 1 ს/კ ჭინჭარს დაასხით 1 ჩ/კ მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. გააჩერეთ 1,5 საათი და გაწურეთ. შეიზილეთ კვირაში ერთხელ და რამდენიმე საათის განმავლობაში ნუ ჩამოიბანთ.