რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-შეიძლება 7 წლის ბავშვს ჭიების გამო ხვარასანი დავალევინო თაფლთან ერთად? ვატყობ ისევ ჭიები ყავს არაერთხელ ავუღეთ ანალიზი,და იგვე ჩივილი აქვს ექავება უკანა ტანი და თავბრუსხვევას უჩივის? მადლობთ
პასუხი
-ალბათ ჭიებში ენტერობიოზს გულისხმობთ, მას წარმატებით მკურნალობენ სხვადასხვა ანტიჰელმინთური – პარაზიტების საწინააღმდეგო - საშუალებით. პრეპარატის შერჩევა და დოზირება ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის მონაცემების გათვალისწინებით. ვინაიდან ენტერობიოზი კონტაქტური ჰელმინთოზია, ხშირია ამ დაავადების ოჯახური შემთხვევები. ამ დროს აუცილებელია ოჯახის ყველა წევრის მკურნალობა, რათა მოხდეს დაავადების კერის სანაცია და თავიდან იქნეს აცილებული განმეორებითი ინვაზირება. ენტერობიოზის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, ადამიანს ბავშვობიდანვე გამოვუმუშაოთ პირადი ჰიგიენის დაცვის ჩვევები; აუცილებელია ხელების ხშირი ბანა საპნით, სათამაშოების რეგულარული გარეცხვა.