.ვარ 40 წლის,ჭიპიდან მაქვს გამონადენი და ქავილი.პე... | ზოგადი ქირურგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ზოგადი ქირურგია

კატეგორია - ზოგადი ქირურგია

24-10-2012

-გამარჯობა.ვარ 40 წლის,ჭიპიდან მაქვს გამონადენი და ქავილი.პერიოდულად-ერთი წელია. ჩემით ვმკურნალობდი აქამდე და მშველოდა:პერეკისით ვიმუშავებდი,შემდეგ ზელიონკით და ვისვამდი გიოქსიზონის მალამოს.ეს ერთი კვირაა დავიწყე ეს პროცედურა,მაგრამ არ მშველის.იქნებ მირჩიოთ რა ვქნა ან რომელ ექიმს მივმართო.დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი
-სავარაუდოდ საქმე უნდა გვქონდეს ომფალიტთან. ომფალიტი არის ჭიპისირგვილივი კანის, კანქვეშა ქსოვილისა და სისხლძარღვების ანთება. დაკავშირებულია ჭიპის სტაფილოკოკებით, ან სხვა ბაქტერიებით ინფიცირებასთან. ომფალიტი შეიძლება იყოს ჩირქოვანი, ფლეგმონური და ნეკროზული. ყველაზე ხშირად გვხვდება მარტივი ომფალიტი (ე.წ სველი ჭიპი). ომფალიტის ამ ფორმის დროს ჭიპის ჭრილიდან სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი აღინიშნება. სხვა მხრივ ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, ჭიპის ჭრილში შეიძლება გაჩნდეს ქერქი, ან იგი ამოივსოს გრანულებით. თუ გრანულების ზრდა მოხდება, მაშინ ჭიპზე გაჩნდება სოკოსმაგვარი გამობერილობა. დიაგნოზს სვამენ კლინიკური სურათის მიხედვით. მარტივი ომფალიტის დროს თავდაპირველად საჭიროა ჭიპის ჭრილის დამუშავება 3%- იანი წყალბადის ზეჟანგით, შემდეგ იოდის 5%-იანი სპირტხსნარით, ან 1-2%-იანი ბრილიანტის მწვანით.
კარგ შედეგს იძლევა ჭიპზე ულტრაიისფერი დასხივებები. თუ აღინიშნება ჭიპზე სოკოსმაგვარი გამობერილობები, მაშინ მას წვავენ ლაპისის ფანქრით, იშვიათად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. მარტივი ომფალიტის დროს ეფექტურია ვიტამინოთერაპია და ბიოსტიმულაცია. ჭიპზე საფენების დადება და გადახვევა არ შეიძლება, რადგან ეს შეაფერხებს ჭიპიდან გამონადენის გარეთ გამოყოფას. ომფალიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას, რათა არ მოხდეს ინფექციის გარედან შეჭრა.
თუ შედეგს ვერ მიიღებთ მიმართეთ ზოგად ქირურგს. აუცილებელია გამონადენის ნათესის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა(ბაქტერიოფაგში).
კომენტარები
05 იანვარი 2015 23:32
ჩემმა შვილმა წაქცევის დროს გაიჩრა ენა, მირჩიეთ როგორ მოვიქცე. ქირურგმა გვიხრა თვითონვე შეხორცდებაო.ბავსჰვი არის 4 წლის
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად