რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, მაინტერესებს სექსი რა სიხშირით უნდა ჰქონდეს მამაკაცს? მაინტერესებს მაქსიმუმ რამდენია დასაშვები? კვირაში 2-ჯერ? ერთხელ?
პასუხი
-ზოგადად, სექსუალური კავშირის სიხშირის ნორმების დადგენა შეუძლებელია, რადაგან ეს დამოკიდებულია ისეთ ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, როგორიცაა ტემპერამენტი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა. ხშირი სექსუალური აქტი იწვევს ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას, უხასიათობას, უმადობას, შრომის უნარის დაქვეითებას და ა.შ. საინტერესო ფაქტები: სქესობრივი კონტაქტების ინტენსივობა ოჯახური ცხოვრების ხანგრძლივობის შესაბამისადაც იცვლება: ქორწინების პირველ თვეს (ან პირველ თვეებში) ცოლ-ქმარს სქესობრივი კონტაქტი ყოველდღე აქვს, მომდევნო რამდენიმე თვე - კვირაში 3-4-ჯერ, შემდგომ - კვირაში 2-3-ჯერ და უფრო იშვიათად, რამდენიმე წლის შემდეგ კი 2 კვირაში 1-2-ჯერ. სქესობრივი აქტი ურთულესი ფსიქოფიზიოლოგიური პროცესია, იგი წყვილის ინდივიდუალურ თავისებურებათა შესაბამისად მიმდინარეობს და იმ ფიზიოლოგიურ მოვლენათა რიცხვს ეკუთვნის, სადაც ნორმების დადგენა ძალიან ძნელია.