.ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ.ჩემს მეგობარს ყავს 3 თვის... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

24-10-2012

გამარჯობათ.ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ.ჩემს მეგობარს ყავს 3 თვის პატარა ბუნებრივ კვებაზე.ეწევა სიგარეტს,დიდი ხვეწნა-მუდარის შედეგად მცირე რაოდენობბით(დღეში რამდენიმე ღერს)მთლიანად ვერ ანებებს თავს, უფრო სწორედ არ ანებებს,თან პირადი პრობლემები აქვს და გაღიზიანებულია.გთხოვთ მომწეროთ რამდენად სახიფათოა პატარისთვის მეძუძური დედის მოწევა.წინასწარ გმადლობთ

პასუხი
-ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში სიგარეტის მოწევა კატეგორიულად იკრძალება!!!
დღეს არსებული მონაცემებით დამტკიცებულია, რომ რაც უფრო მეტს ეწევა დედა, მით უფრო დამზიანებელია ამ ჩვევის ზემოქმედება ბავშვის ჯანმრთელობაზე, მიუხედავად პატარას კვების ხასიათისა. ცნობილია, რომ მოწევისას მეძუძური ქალის სისხლსა და რძეში იზრდება ნიკოტინის რაოდენობა, მცირდება რძის გამომუშავება. რიგ შემთხვევებში დედის მწეველობა შეიძლება გახდეს ბავშვის გულისრევის, ღებინების, მუცლის კოლიკის ტიპის ტკივილის, ფაღარათის მიზეზი. თუ პატარა პასიური მწეველი ხდება (სუნთქავს თამბაქოს კვამლს), ბავშვს აქვს ფილტვების ანთების, ბრონქიტის მაღალი რისკი.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად