რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ადრე ლაპაროსკოპიულ მეთოდს მხოლოდ დიაგნოსტიკური მიზნით იყენებდნენ, დღეს კი ამ მეთოდით ოპერაციული ჩარევის ტექნიკა საკმაოდ დაიხვეწა, განვითარდა, განიცადა ევოლუცია და გინეკოლოგიური ოპერაციების 90% შესაძლებელია ამ მეთოდით ჩატარდეს _ მათ შორის, საშვილოსნოს ამოკვეთაც. ლაპაროსკოპიული ჩარევის ჩვენებას წარმოადგენს • უშვილობა • საკვერცხის კისტები და სიმსივნეები • ენდომეტრიოზი • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი • საშვილოსნოს მიომა, ფიბრომიომა • ადენომიოზი • ენდომეტრიუმის ჰიპერპლასტიური პროცესები • ქიორურგიული სტერილიზაცია _ მილების გადაკვანძვა. ეს მეთოდი თავდაპირველად ფართოდ გამოიყენებოდა საკვერცხის სხვადასვა ზომის კისტების, საშვილოსნოსგარე ორსულობების დროს, აგრეთვე კვერცხსავალი მილების პლასტიკური ოპერაციის მიზნით. ბოლო ხანებში კი წარმატებით ტარდება ისეთი ოპერაციები, როგორიცაა საშვილოსნოს ამპუტაცია (საშვილოსნოს ამოკვეთა ყელის დატოვებით) და საშვილოსნოს ექსტირპაცია (საშვილოსნოს სრული ამოკვეთა), აგრეთვე კონსერვატიული მიომექტომია (საშვილოსნოს მიომური კვაძნრების ამოკვეთა საშვილოსნოს შენარჩუნებით). ლაპაროსკოპიას მიმართავენ ნებისმიერი ზომისა და სახის ცისტის, შეხორცებითი პროცესების, ენდომეტრიოზის, საშვილოსნოსგარე ორსულობის, საკვერცხეების აპოპლექსიის დროს.