მაინტერესებს მართალია თუ არა რომ მაწონი და რძე ლაქ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

24-10-2012

-მაინტერესებს მართალია თუ არა რომ მაწონი და რძე ლაქტაციის დროს არ არის სასურველი რომ მივიღოთ, რადგან რძეს აშრობს?

პასუხი
-ეს მცდარი აზრია. გაეცანით ჩვენს რეკომენდაციებს: მეძუძურ ქალს მრავალფეროვანი საკვები სჭირდება. რაციონიდან უნდა გამორიცხოს ცხიმიანი საკვები, ტკბილეული, ცომეული, ტკბილი გაზიანი სასმელი, მზესუმზირა. შემწვარი საკვები სასურველი არ არის. შეზღუდეთ კოფეინის შემცველი პროდუქტები: ყავა, მუქი ჩაი, კოკა-კოლა, შებოლილი, დაკონსერვებული პროდუქტების, ალკოჰოლის მიღება. ალკოჰოლი ადვილად გადადის რძეში და ახალშობილებში მძიმე ნევროლოგიურ დაზიანებას იწვევს. ყველაფერი დანარჩენი - პირველი და მეორე კერძები მჭლე ხორცით ან თევზით, ხარისხიანი ყველი, ბოსტნეული, ხილი - ნებადართულია. ნუ დაივიწყებთ ფაფებს. ბავშვის კვებისას ეცადეთ მიიღოთ მეტი ბოსტნეული და ახალი ხილი, ასე თქვენს მიერ გამომუშავებული რძე გაჯერებული იქნება ვიტამინებით. დიდი მნიშვნელობა აქვს დღის რეჟიმს. სასურველია, იგი შევუთანხმოთ ბავშვის კვების რეჟიმს და საკვები მივიღოთ ძუძუთი კვების წინ (დღეში 5-6-ჯერ). ეს ხელს შეუწყობს რძის სეკრეციას. ლაქტაციის გასაუმჯობესებად ჭამის წინ შეიძლება მიირთვათ ერთი ჭიქა რძე ან წვენი. დედისა და ჩვილისთვის სასარგებლოა რძემჟავა ნაწარმიც - მაწონი, კეფირი, ხაჭო, არაჟანი. ეს პროდუქტები, გარდა იმისა, რომ კალციუმის წყაროდ ითვლება, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ მუშაობას, აუმჯობესებს მონელებას, ჩვილი ნაკლებად არის მიდრეკილი შეკრულობისა და ჭვლისადმი. მაგრამ ყველაფერში საჭიროა ზომიერება! მაგალითად, არ არის სასურველი დღეში 500-700 მლ-ზე მეტი რძის მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ბავშვს ალერგიული რეაქციები განუვითარდეს.
სასურველია დედის საკვებში არ შედიოდეს დიდი რაოდენობით სანელებლები (მაგ; ნიორი, ხახვი, სუნელი), ვინაიდან ისინი გემოსა და სუნს უცვლის რძეს, და პატარა ვეღარ ცნობს საყვარელ საკვებს. ქვემოთ მოგვყავს მეძუძურის მენიუ. მეძუძური ქალის ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს:
• 200 გრამი ხორცი (უმეტესად - მოხარშული და მჭლე);
• 100-150 გრამი ხაჭო;
• 20-30 გრამი ყველი;
• 1 მოხარშული კვერცხი (კვირაში 2-3 დღე);
• 600 გრამი ბოსტნეული (აქედან კარტოფილი - არა უმეტეს 200 გრამისა);
• 200-300 გრამი ხილი;
• პური - არა უმეტეს 400 გრამისა (ამ ოდენობაში შედის სხვა ცომეული და საკონდიტრო ნაწარმი); ჭვავის პური – 100გ . ხორბლის პური – 200 გ
• სითხე - არა უმეტეს 2 ლიტრისა, აქედან 1 ლიტრი საკვების, ხოლო 1 ლიტრი წყლის სახით (ამაში არ შედის ტკბილი გაზიანი სასმელები - კოკა-კოლა, ფანტა, პეპსი-კოლა და სხვა).
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
26 იანვარი 2015 23:20
გამარჯობათ.. ჩემი ბიჭი არის ორი თვის .ძუძუს ვიწურავ და ისე ვაჭმევ .ძალიან მინდა დააკლება .ორსულობაში მოვიმატე 29კილო . თუ შეიძლება დავიცვა დიეტა და ექვსი საათის მერე არ ვჭამო.წინასწარ მადლობას გიხდით
26 იანვარი 2015 23:19
გამარჯობათ.. ჩემი ბიჭი არის ორი თვის .ძუძუს ვიწურავ და ისე ვაჭმევ .ძალიან მინდა დააკლება .ორსულობაში მოვიმატე 29კილო . თუ შეიძლება დავიცვა დიეტა და ექვსი საათის მერე არ ვჭამო.წინასწარ მადლობას გიხდით
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
გახდომისათვის არაა საჭირო შიმშილი. საკმარისია შევარჩიოთ სწორი პროდუქტი. დიეტის გარეშე, სრულფასოვანი კვების
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად