გთხოვთ, მომწეროთ ჩვილს, რომელიც არის თვენახევრის დ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

commerce
23-04-2019

გთხოვთ, მომწეროთ ჩვილს, რომელიც არის თვენახევრის და დაბადებიდან არის ხელოვნურ კვებაზე ესაჭიროება თუ არა სასმელი წყლის მიცემა და რა რაოდენობით? ასევე, გთხოვთ მომწეროთ რა რაოდენობის (რამდენი მლ.) ხელოვნური საკვები უნდა მიიღოს თვენახევრის ჩვილმა დღეღამის განმავლობაშ, არის მხოლოდ ხელოვნურ კვებაზე.

პასუხი
- ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვს აუცილებლად სჭირდება წყლის მიღება, რადგან ხელოვნური საკვები არ შეიცავს საკმარისი რაოდენობით წყალს, გარდა ამისა შეიცავს ხელოვნურ ცილებს, რომელთა მოსანელებლად დამატებითი ენერგია სჭირდება და შესაბამისად - მეტი წყალიც. მისაღები წყლის რაოდენობა წლამდე ასაკის ბავშვისთვის ასე გამოითვლება - 15 მლ 1 კგ წონაზე. ზაფხულის პერიოდში კი ეს რაოდენობა უნდა გაზარდოთ. დედის რძეზე მყოფი ჩვილისთვის წყლის დამატებით მიცემა აუცილებელი არ არის. 
რაც შეეხება ხელოვნური საკვების რაოდენობას, უნდა გამოთვალოთ ასე:
10 დღიდან 1,5 თვემდე ბავშვს დღე-ღამეში ესაჭიროება სხეულის მასის 1/5-ის ტოლი რძის რაოდენობა, 1,5 თვიდან 4 თვემდე - 1/6, 4 თვიდან 6 თვემდე - 1/7, 6 თვიდან 8 თვემდე - 1/8 და წლის ბოლოს -1/9; (ეს არის დღიური ნორმა, რომელსაც გაყოფთ კვების ჯერადობაზე). დაახლოებითი მოცულობა ასეთია:
პირველი თვის ბოლოს 100-110მლ;
2 თვემდე - 120-150მლ;
2-3 თვის - 150-180მლ.
თქვენს კითხვას პასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად