თუ შეიძლება კიდევ ერთხელ მიპასუხეთ ახალ კითხვაზე:... | სტომატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სტომატოლოგია

კატეგორია - სტომატოლოგია

07-07-2010

- თუ შეიძლება კიდევ ერთხელ მიპასუხეთ ახალ კითხვაზე: რამდენად შესაძლებელია კბილის ნერვი თავისით მოკვდეს კბილის ძლიერი ტკივილის გარეშე? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ დავიპლომბე კბილი ერთი თვის წინ, ნერვი არ მოგვიკლავს, თუმცა სტომატოლოგმა მითხრა, რომ შეიძლებოდა საჭირო გამხდარიყო. დაპლომბვიდან რამდენიმე დღე მქონდა მხოლოდ მგრძნობელობა მომატებული , მერე მგრძნობელობამ გამიარა მაგრამ კბილის ზემოთ ღრძილი მტკივა ხელის დაჭერისას, თითქოს გაბუჟებული მაქვს.თუმცა ეს შეგრძნება თანდათან დღითიდღე მცირდება. მაინტერესებს რამდენად საშიში მდგომარეობაა ეს? ნერვი ხომ არ კვდება და ხომ არ არის დაჩირქების საფრთხე. ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას თქვენი გულისხმიერებისთვის.

პასუხი
- ზერელე (ზედაპირული) კარიესის დროს არ არის საჭირო დეპულპაცია (ნერვის მოკვლა), მაგრამ თუ კარიესი ღრმაა, დეპულპაციის გარეშე კბილის დაბჟენა ("დაპლომბვა") შეუძლებელია. თქვენმა ექიმმა ის იგულისხმა, რომ კბილის ბორმანქანით გახსნის შემდეგ ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ხილული დაზიანება, რომელიც საკმაოდ მცირე ჩანს, სინამდვილეში საკმაოდ ღრმა კარიესული პროცესია. თქვენს შემთხვევაში, როგორც ჩანს, კარიესი ზედაპირული აღმოჩნდა და ამიტომ დაგიბჟინათ ("დაგიპლომბათ") ექიმმა კბილი დეპულპაციის გარეშე. რაც შეეხება მცირე დისკომფორტს და ტკივილს კბილის კბილზე დაჭერისას, ეს ასეთი დაბჟენის შემდეგ ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ეს სიმპტომები თანდათნ უნდა შემცირდეს და გაქრეს. თუ ტკივილი გახანგრძლივდა ან გაძლიერდა, აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად