ვარ 21 ლის, მქონდა ხელის მოტეხილობა კერძოდე მეტაკ... | ტრავმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ტრავმატოლოგია

კატეგორია - ტრავმატოლოგია

25-07-2018

-გამარჯობა ვარ 21 ლის, მქონდა ხელის მოტეხილობა კერძოდე მეტაკარპალური ძვლის, მაჯასთან, მოტეხილობა იყო მცირე ძვლის პატარა ფრაგმენტი აატყდა ერთ ადგილზე რამდენიმე მილიმეტრი, მოტეხვის შემდეგ გასულია 4 თვე, ხელი მოძრაობაზე აღარ მტკივა საერთოდ, ფიქსატორი მეკეტა ხელზე, ამჟამად ჩვეულებრივად ვხმარობ ხელს ყოველდღიურად პრობლემა არ მაქვს, ფიქსატორი რომ მოვიხსენი ცოტა მიკანკალებდა მარა ეხლა მგონი ეგ პრობლემაც არ მაქ, უბრალოდ ხანდახან შეიძლება მქონდეს უსიამოვნო შეგრძნება ამინდის შეცვლაზე და ასე შემდეგ რაც მალე მივლის, ექიმმა მითხრა რომ წლების შემდეგაც ახასიათებს მოტეხილობას ასეთი რაღაცეებიო, რადგან 4 თვეა გასული სავარაუდოდ ძვალი ბოლომდეა შეხორცებული როგორც ვიცი და ზოგ მომენტში უსიამოვნო შეგრძნება მთლიანად მტევანში კუნთების მოდუნების ბრალიც შესაძლებელია იყოსო როგორც მითხრეს, ზოგადად არ მაწუხებს ხელი და არ მიშლის მოძრაობაში, ფიტნეს დარბაზში დავდიოდი მოტეხვამდე და ახლაც მინდა გავაგრძელო და მაინტერესებს ხო შEიძლება 4 თვის შემდეგ? რამე სარისკო ხომ არ არის და პრობლემა ხო არ შეიძლება შემიქმნას, ძვალი სავარაუდოდ შეხორცვებული უნდა მქონდეს ბოლომდე, წინასწარ მადლობა

პასუხი
-ფიქსატორი 4 თვეა გიკეთიათ? საერთოდ მას შემდეგ რაც მოტეხილობა შეხორცდება და თაბაშირი მოიხსნება უნდა დაიწყოს აღდგენითი თერაპია. პირდაპირ დიდი ფიზიკური დატვირთვა დაუშვებელია, რადგან კუნთები მოდუნებულია, სისხლის მიმოქცევა მოტეხილ არეში არ არის სატანადო და ა.შ. აღდგენითი თერაპიის მიზნით ინიშნება მასაჟი, ფიზიოთრაპია და სამკურნალო ფიზკულტურა. რადგან დისკომფორტი მაინც გავთ, უმჯობესია სამკურნალო ფიზკულტურის და რეაბილიტაციის ცენტრს მიმართოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად