. ვარ 27 წლის, გათხოვილი. სქესობრივი ცხოვრების დაწ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

25-07-2018

-გამარჯობა. ვარ 27 წლის, გათხოვილი. სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან მალევე ნაცხში აღმომაჩნდა: ლეიკოციტები დიდი რაოდენობით, ეპითელური უჯრედები, ჩხირები, სპორა. მიკოფლუსა და გინოტრანის სანთლების შემდეგ კვლავ მქონდა გამონადენი და სქესობრივი აქტის დროს ტკივილი, ასევე მოშარდვის შემდეგ წვის შეგრძნება საშოს შესასვლელთან. გინეკოლოგის დანიშნულებით გავიკეთე კიდევ რამდენიმე გამოკვლევა (ქლამიდიებზე, მიკოპლაზმაზე, ნაცხის მიკრობიოლოგიური გამოკვლევა) და აღმომაჩნდა - Gardnerella vaginalis (საშუალო ზრდა), ლეიკოციტები 36 - 38 მხ/ა, ეპითელური უჯრედები 18 - 20 მხ/ა. დამენიშნა ვაგიფლორის სანთლები 10 დღე. მაინტერესებს ამ მკურნალობის პროცესში სექსი თუა დაშვებული? და ასევე მაინტერესებს, ამ მოცემულობის ფონზე, სექსის დროს წვა და ტკივილი ბუნებრივია თუ არა? გარდა ამისა, ყიველდღიურად (განსაკუთრებით მოშარდვის შემდეგ) საშოსთან წვის შეგრძნება ისევ მაქვს. უკვე გაკეთებული მაქვს 5 სანთელი, მკურნალობის დასრულებამდე დამრჩა 5 სანთელი. მადლობა წინასწარ

პასუხი
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის   ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვი

- თქვენ გაქვთ დანიშნული ანტიტრიქომონადული  და ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა. მკურნალობის განმავლობაში საჭიროა სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება და ასევე მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს თქვენს სქესობრივ პარტნიორსაც. წვის შეგრძნება დამახასიათებელია ინფექციებისთვის, რისთვისაც გიტარდებათ მკურნალობა. დაასრულეთ მედიკამენტების მიღება და ჩაიტარეთ ნაცხის  საკონტროლო ანალიზი.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად