მოგესალმებით. გამოკვლევების შედეგად აღმომაჩნდა ჰერ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

24-07-2018

-მოგესალმებით. გამოკვლევების შედეგად აღმომაჩნდა ჰერპეს ვირუსი. და ოქროსფერი სტაფილოკოკი. ჰორმონები კი ასეთია. პროლაქტინი PRL. 280.6მალუთეინიზირებული ჰორმონი. ოვოლაციური ფაზა LH. 8.06ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონი FSH 8.51პროგესტერონი PROG 0.23.ასევე მინდა გითხრათ რომ მაქვს 13 წელია რევმატოიდული ართრიტი. ვარ მედროლზე 04.მგ.დანიშნულკბა ასეთიავალტრექსი. 500.მგ.1 აბი ორჯერ. 10 დღეუვირომედი 500 მგ. 1 აბი 2 ორჯერ 10 დღე. ენგისტოლი 1 აბი 3 ჯერ დასაწუწნი. 1 თვე. ეპიგენი სპრეი დღეში 3 4 შესხურება საშოში. ლაციდოფილი 1 აბი 2 ჯერ საუზმემდე 15 წთ. ადრე. ეხლა ვმკურნალობ მაგრამ ეს პრეპარატები მხოლოდ სამკურნალოა ვირუსზე როგორც მოვიპოვე ინტერნეტში. ძალიან მინდა დავორსულდე. თან ასაკით 41 წლის ვარ. გვიან გავთხოვდი. როგორ ფიქრობთ ამ მონაცემებით შევძლებ დაორსულებას? და შვილის გაჩენას. პროლაქტინიც რომ ასეთი დაბალი მაქვს. მირჩიეთ როგორ მოვიქცე. გინეკოლოგი ხომ არ შევიცვალო როგორ მოვიქცე გთხოვთ მიპასუხეთ.

პასუხი
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი თინათინ ფირცხალავა  

- თქვენს მიერ ჩატარებულ ჰორმონულ კვლევას დაუმატეთ ანტიმიულერული ჰორმონის განსაზღვრა, რომლის მაჩვენებელი მიუთითებს დარჩენილი საკვერცხის მარაგზე.  თქვენ  არ გაქვთ მითითებული პროლაქტინის ნორმა, რადგან ყველა ლაბორატორიას აქვს თავისი ნორმები. ორსულობისთვის საჭიროა დამატებით ჩატარდეს: საშვილოსნოს მილების რენტგენოლოგიური გამოკვლევა (მეტროსალპინგოგრაფია), მეუღლის სპერმოგრამა, ფოლიკულის ექომონიტორინგი. რაც შეეხეა გინეკოლოგის შეცვლას, ეს თქვენი პრეროგატივაა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად