ექიმთან მისვლას ვერ ვახერხებ და იქნებ მირჩიოთ თქვ... | პროქტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პროქტოლოგია

კატეგორია - პროქტოლოგია

23-07-2018

-გამარჯობათ, ექიმთან მისვლას ვერ ვახერხებ და იქნებ მირჩიოთ თქვენ რაიმე. ორი გამოკვეთილი სიმპტომი მაქვსსიმპტომი 1. მარტი/აპრილისკენ დილით შარდვისას პენისის ტავზე ვიგრძენი უეცარი წვა, შემდეგ 3-4 დღე გამიძნელდა შარდვა, მივიღე წამლები და გამიარა. მაგრამ ისევ შემომიბრუნდა ნელანელა, თუმცა არა ისევ ისე, კარგად ვშარდავ (ძალიან იშვიათად გაჭირვებით) შეიძლება რაღაც მომენტში 1 საათში ოთხჯერ გავიდე საპირფარეშოში და ოთხივეჯერ საკმაოდ ბევრი მოვშარდო უპრობლემოდ. უბრალოდ ასეთ შემთხვევებში ვგრძნობ რომ ბოლომდე არ ვიცლები(არ მაწუხებს) ანუ ისევ ვგრძნობ ბოლომდე ვერდაცლას რომ არ მაწუხებს. არანაირი ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, სისხლდენა წვა და ა.შსიმპტომი 2. პირველის სიმპტომის გამოვლენამდე თავის დროიდანვე ხანდახან (თვეშ ერთხელ) მაწუხებდა ხოლმე უკანა ტანში ქავილი, გამოვლინდა პირველი სიმპტომი, დავლიე წამლები გამიარა და როგორც გითხარით ზევით ისევ ვარ ახლა, უბრალოდ პირბელი სიმპომიდან 2 თვის შემდეგ ივნისის შუა რიცხვებში უკანა ტანში ვიგრძენი შეშუპება და ძლიერი დაქაჩვა, მოდუნებულ მდგომარეობაში ფეხზე დგომისას ან წოლისას ძალიან მაწუხებდა, ისეთ შეგრძნება მქონდა რომ ანალური არხი ღია იყო და რაღაც დაბლა იწეოდა (ამ დროს არაფერი) ჯდომისას პირიქით გაცილებით უკეთ ვგრძნობდი თავს, უბრალოდ ეს მაწუხებდა დგომისას და წოლისას. ჰემოროლის სანთლების გამოყენება დავიწყე და გამიარა(ოდნავ ვგრძნობ იგივეს თუმცა რომ არ მაწუხებს ყურადღებასაც არ ვაქცევ). ამჟამად ანალური არხის გარეთ მაქვს შეშუპებები (უბრალოდ ახლა შევამძნიე), ზოლისებრი, შეშუპებები (ორი) თითქოს შიგნიდან მოდის და გარეთ დაბოლოებისას უფრო გაბერილია, ანალური არხის გახსნის (გაჭინტვის დროს) ჩნდება, იბერება და დახურვის დროს უკვე აღარ ჩანს. არანაირი ტკივილი (თუ არ ჩავთვლით იმას რომ შეშუპებებზე თითის მიდებისას ძალიან ცოტათი მტკებს, თუ ამას ტკივილი ქვია საერთოდ), არანაირი სისხლდენა, არც დეფეკაციისას მაქვს ტკივილი. არც მაღალი ტემპერატურა. თითქოს კლასიკური ორი დაავადება მჭირს მაგრამ მგონია რატომღაც რომ სიმპტომები ერთმანეთთან კავშირშია და ვნერვიულობ (2-3 კვირაში ვიქნები თბილისში და მივალ ექიმთან) მანამდე იქნებ თქვენ მირჩიოთ რაიმე. მადლობა

პასუხი
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის   ექიმი უროლოგი, ანდროლოგი გიორგი ნადარეიშვილი

- ზოგადად, დათვალიერების და გასინჯვის გარეშე რაიმეს რჩევა რთულია, მაგრამ თქვენი პირველი სიმტომიდან გამომდინარე გესაჭიროებათ პროსტატის ჯირკვლის ექოსკოპიური  კვლევა. რაც შეეხება მეორე სიმპტომს, ეს უფრო დაკავშირებულია ბუასილის არსებობასთან, რასაც ესაჭიროება პროქტოლოგის კონსულტაცია.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად