მოგესალმებით ვიმყოფი უცხოეთში , 3 წელი გათხოვებიდ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

23-07-2018

-მოგესალმებით ვიმყოფი უცხოეთში , 3 წელი გათხოვებიდან სპირალით ვიცავდი თავს 7 თვეა აღარ ვიცავ მივედი რეპროდუქტოლოგთან გავიკეთე ვაგინალური ექოსკოპია დამიდგინდა პოლიკისტოზი ასევე ჰორმონებში გამოვნდა რომ ინსულინრეზისტენტობა მაქვს და ასევე ფოლიკულის მომწიფება არ ხდება ამისათვის დამენიშნა მედ ფორმილი დღეში ორი აბი და კლომიფენი ციკლიდან მეხუთე დღეს ერთი აბი 5 დღის განმავლობაში მომიწია ექიმთან ცოტა გვიან მისვლა მონიტორიგნზე და გამოჩნდა ენდომეტრიუზი გასქელებული ასე თქვა ექიმმა ამ წამლის ბრალიაო მოკლედ ვერ გაიგო რა მლხდა რადგან გვიან მივედი , შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში მეუღლეს არ დაუნიშნა არანაირი გამოკვლევა ეს სწორია ? კიდევ მეორე შეკითხვა რამდენჯერ შეიძლება სტიმულაცია მაქსიმუმ მან მითხრა რომ მანამ სანამ შედეგი არ დადგებაო აღრა დამინიშნა ფოლიკულის გასახეთქი საიტზე ვნახე პრეგნილის სახელწოდებით ესეც თუა სწორი მიდგომა ? თუ დაუშვად არ მოხდა ორსულობა სამი ოთხი ცდა რას მირჩევთ პოლიკისტოზთა დაკავშირებით. მითხრეს რომ მკაცრი დიეტა შველის მულტივიტამინებთან ერთად ფიზიკურად ვვარჯიშობ თუმცა დიეტას არ ვიცავ მაგრამ ვცილობ მავნე საკვები არ მოვიღო ... მადლობა წინასწარ

პასუხი
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის   ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვი

-საკვერცხეების პოლიკისტოზი არის გენეტიკურად განპირობებული დაავადება, რომლის მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას, ფიზიკურ აქტივობას, ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღ წესს, თუმცა საჭიროა მედიკამენტური მკურნალობაც. ფოლიკულის მომწიფების არ არსებობის შემთხვევაში სტიმულაციის დანიშვნა შესაძლებელია განუწყვეტლივ 3 თვის განმავლობაში, რაც შეეხება ე.წ. გასახეთქი პრეპარატის დანიშვნას, ეს ხდება მხოლოდ ფოლიკულის ექომონიტორინგის საფუძველზე, რაც ტარდება სტიმულაციის ფონზე ციკლის მე-9,11,13 დღეს და ინიშნება მხოლოდ  ფოლიკულის გარკვეული ზომების მიღწევის შემდეგ. სტიმულაციამდე აუცილებელია მეუღლის სპერმის ანალიზის გაკეთება და საშვილოსნოს ღრუს და  მილების გამტარიანობის შეფასება, რისთვისაც ტარდება რენტგენოლოგიური  გამოკვლევა (მეტროსალპინგოგრაფია). ასევე მნიშვნელოვანის ჰორმონული ფონის მოწესრიგებაც. მხოლოდ ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებითაა შესაძლებელი სტიმულაციის დანიშვნა.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად