, ვარ 16 წლის გოგონა. 2 წლის წინ დამეწყო გაურკვევლ... | ფსიქიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქიატრია

კატეგორია - ფსიქიატრია

23-07-2018

-გამარჯობა, ვარ 16 წლის გოგონა. 2 წლის წინ დამეწყო გაურკვევლობა ცხოვრებაში. ჩემი 2 საყვარელი ადამიანი ავარიაში დაიღუპა რასაც ჩემი თვალით ვუყურებდი. ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ერთი შეხედვით ყველაფერი დროებითი და მოგვარებადი იყო. ძალიან შევიცვალე ისეთ რაღაცეებს ვაკეთებდი რასაც ადრე არც გავიფიქრებდი, რაც გარკვეული დროის შემდეგ ძალიან ვინანე და საკადრისიც მივიღე. ძალიან ცუდად ვიყავი 1 წლის წინ, გაურკვეველი ფიქრები მაწუხებდა რომელთაც ვერც მე ვიგებდი. დღის განმავლობაში ხალხთან კარგად ვიყავი მაგრამ როგორც კი დაბნელდებოდა თითქოს ის მე ბრუნდებოდა რომელიც ნამდვილად ვიყავი. ვერ ვიძინებდი მთელი სამი თვე არ მეძინა , ვუცდიდი როდის გათენდებოდა რადგანაც ეს მამშვიდებდა. ბავშვობაშიც ასე ვიყავი როცა რამის მეშინოდა ყოფილა დღეები 5 წლის ბავშვს არ მეძინა მზის ამოსვლამდე. ჩემი ფიქრები სადღაც გარბის როცა მინდა რამეზე ვიფიქრო ვერ ვკონცენტრირდები, უამრავი ხმა ჩამესმის ერთდროულად თავში რომლებიც ძალიან სწრაფად საუბრობენ, ძალიან ცუდი შეგრძნებაა რასაც ვერაფერს ვუხერხებ. წინა წელს გამიჩნდა სუიციდური აზრები და წამლებისადმი მიდრეკილება ( არა ფსიქოტროპული) ჩვეულებრივი წამლების მიმართ, დავლიე კიდეც 10 ტაბლეტი მშვიდად და წყნარად დავიძინე მაგრამ საავადმყოფოში გამეღვიძა. გავიცანი ადამიანი რომელმაც თითქოს ყველაფერი შეცვალა და აქამდე ყველაფერი კარგად იყო, მოვიდა ზაფხული და დაიწყო ისევ ჩემი უძილობა, ისევ გაურკვეველი აზრები. ისიც ამჩნევს რომ ვიცვლები ვუთხარი რომ მიზანი აღარ მაქვს, ასევ მეგონა მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ, შეიძლება ხვალ ისევ იგივე ვიფიქრო რაც მას ვუთხარი. მეუბნება რომ ვერ ახსნის თუ რატომ იცვლება ჩემი ხასიათი 5 წუთში. მეც ვხვდები თუნდაც მარტო ვიყო 1 წუთში მხიარულად ვარ და მთელ ქალაქს ფეხით დავივლი, მეორე წუთში კი ყველაფერი მეზარება და მოთენთილი და მოწყენილი ვარ. ვერ ვგებულობ რა მემართება. ჩემს ბაბუას თუარ ვცდები ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა და მგონი სუიციდით დაამთავრა სიცოცხლე( არ ვიცი ვერ გავარკვიე ბოლომდე არ მეუბნებიან) და ძალიან მეშინია, ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები ძალიან ჰგავს ჩემსას იქნებ რამე მირჩიოთ? ან არის თუ არა ეს მემკვიდრეული? მშობლებს ვთხოვე ფსიქოლოგთან წავეყვანე მაგრამ ცხვენიათ.

პასუხი
-შეიძლება სტრესის შემდგომი მდგომარეობაა, თუმცა არ არის გამორიცხული ბიპოლარული აშლილობაც, მითუმეტეს თუ წინაპრებში ეს დაავადება აღინიშნებოდა. ორივეშემთხვევაში აუცილებელია ფსიქონევროლოგთან დაუყოვნებლივი ვიზიტი. ნამდვილად არ გვესმის, რა არის სასირცხვილო ფსიქონევროლოგთან ვიზიტში, მითუმეტეს რომ თქვენს შეთხვევაში ფსიქონევროლოგი გამოკვლევის, ზუსტი დიაგნოზის და ადეკვატური მკურნალობის დახმარებით პრობლემას მოხსნის. თქვენი წერილიდან გამომდინარე გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ძალიან გაშინებთ ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი, ჩვენკი გეტყვით, რომ  ბიპოლარული აშლილობა ექვემდებარება მკურნალობას და აბსოლუტურად მართვად დაავადებას წარმოადგენს. ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ, ადამიანების უმრავლესობა აღწევს  დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელი მდგომარეობის ოპტიმალურ დონეს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად