ჩემს 8 თვის პატარას მოუხშირდა თავზე ე.წ. ხუფხები.... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

05-07-2010

- ჩემს 8 თვის პატარას მოუხშირდა თავზე ე.წ. ხუფხები. ექერცლება და იმის გამო, რომ კარგად ვერ ვაცლი, ძალიან უსიამოვნოდ გამოიყურება. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ უნდა მოვუარო ამ პრობლემას?

პასუხი
- თქვენს შეკითხვას პასუხობს თინათინ ქორიძის სტატია “ყვითელი ქერქი”, რომელიც ქვემოთ მოგვყავს:

ყვითელი ქერქი ჩვილის ფაფუკ თმას ამოსვლის საშუალებას არ აძლევს? ნუ აღელდებით, ეს პრობლემა იოლად მოგვარდება. ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურები, თავის კანის მოვლა და სათუთი მოპყრობა - აი მისგან თავის დაღწევის საუკეთესო გზა. პირველ ექვს თვეს ჩვილს თავზე შეიძლება ყვითელი ან თეთრი ქერქი გაუჩნდეს. მისი წარმოშობის მთავარი მიზეზი თავის ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეციაა. სებორეული ქერქის - გნეისის წარმოქმნა ასევე შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა მოვლამ, არასწორად შერჩეულმა კოსმეტოლოგიურმა საშუალებამ ან ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილებამ. ქერქი უპი-რატესად თხემზე ჩნდება, შედარებით იშვიათად - ყიფლიბანდისა და შუბლის არეში.
როგორ ვებრძოლოთ გნეისს?
უწინარეს ყოვლისა, მისი მიზეზი უნდა ვიპოვოთ.
თუ ბავშვს ყოველდღე აბანავებთ, კარგად ამშრალებთ, თავზე ნატურალური ქსოვილის ქუდს ახურებთ, მაგრამ სებორეული ქერქები მაინც რჩება, მიმართეთ პედიატრს, მანამდე კი კარგად დაფიქრდით:
იქნებ ჩვილს თავი უოფლიანდება, თქვენ გეშინიათ, არ გაცივდეს და სახლშიც ახურავთ ქუდს?
იქნებ პატარას სურნელოვანი შამპუნით აბანავებთ, მისი არომატული დანამატები კი ნაზ კანს აღიზიანებს? ბავშვს არ მიაკაროთ მოზრდილებისთვის განკუთვნილი შამპუნი, გამოიყენეთ მხოლოდ საბავშვო, ანტიალერგიული საშუალებები, რომლებიც აფთიაქებსა და საბავშვო მაღაზიებში იყიდება.
იქნებ თავს ყოველდღე ბანთ? ტანის ყოველდღე დაბანა მართლაც აუცილებელია, თავისა კი - არა, თორემ კანი გამოშრება და სებორეული დერმატიტი უფრო გაღრმავდება.
იქნებ ბავშვი ალერგიისკენ არის მიდრეკილი და იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული? ასეთ დროს ქერქი უფრო ხშირად წარმოიქმნება და დიდხანს არ ქრება.
როგორ გავწმინდოთ კანი გნეისისგან?
გნეისის მოცილებისას სიფრთხილეა საჭირო, რათა კანი არ გაიკაწროს - ჭრილობაში ინფექციის შეჭრა გაცილებით მეტ პრობ-ლემას შეგვიქმნის, ვიდრე თვით ქერქი. საჭიროა, შეარჩიოთ სწორი ტაქტიკა და ბავშვს ყოველდღე ჩაუტაროთ ჰიგიენური პროცედურები.
სამი ნაბიჯი რბილი და სუფთა კანისკენ
დაბანამდე ერთი საათით ადრე კანში კარგად შეაზილეთ საბავშვო ზეთი, გადადუღებული ზეთი ან თხევადი ვაზელინი. ჩამოაცვით თავზე ბამბის ქუდი და 15-20 წუთით ასე დატოვეთ, რათა ქერქები კარგად დარბილდეს. შემდეგ დავარცხნეთ და მერეღა შეუდექით დაბანას.
თავი კარგად ჩამობანეთ წყლითა და შამპუნით. გაამშრალეთ რბილი პირსახოცით. თმა ფენით არ გაუშროთ.
დარჩენილი ქერქი მოაცილეთ საბავშვო სავარცხლით. სპეციალური სავარცხელი, რომელსაც ბურთულებიანი ბოლოები აქვს, მასაჟორის ფუნქციას ასრულებს, ამშვიდებს პატარას და თმის ძირებსაც ასტიმულირებს.
სათუთად მოაცილეთ ყიფლიბანდის მიდამოში არსებული ქერქი.
აბრეშუმის კულულები
რომელი დედა არ ოცნებობს, მის პატარას აბრეშუმივით ფაფუკი კულულები ამშვენებდეს! ბავშვს რომ ჯანმრთელი და ნაზი თმა ჰქონდეს, დაიცავით შემდეგი წესები:
მიეცით კანს სუნთქვის საშუალება, ნუ დაახურავთ შენობაში ქუდს, სარკმელი სულ ღია გქონდეთ, მაგრამ ერიდეთ ორპირს.
ვიდრე ჩვილს თავს ღინღლი უფარავს, დაბანეთ მხოლოდ სუფთა წყლით, ყოველგვარი კოსმეტიკური საშუალების გარეშე. როცა თმა გაუხშირდება, შეგიძლიათ გამოიყენოთ შამპუნი ან საპონი, მაგრამ კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ.
შეიძინეთ ჩვილებისთვის განკუთვნილი შამპუნი, იგი არ წვავს, არ აღიზიანებს კანსა და თვალებს, არ იწვევს ალერგიას.
დაბანამდე და დაბანის შემდეგ ჩვილს თმა დავარცხნეთ სპეციალური საბავშვო სავარცხელ-მასაჟორით. ერთმანეთში ჩახლართული თმა შეაჭერით.
კომენტარები
08 თებერვალი 2017 21:22
გამარჯობათ ვარ 18-წლის ბიჭი თავის თმიან საფარველზე მომიხშირდა ე.წ. ხუფხები. კანი მექერცლება და თმამ ცვენა დამიწყოვერაფრით ვერვაქრობ ფუფხს.... გთხოვთ დამეხმაროთ !!! არშეგიძლიათ რამე წამალი მირჩიოთ ??
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად