ვარ 15 წლის და 14 წლიდან მაქვს ვაგინიდან თეთრი გა... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

22-07-2018

-გამარჯობა ვარ 15 წლის და 14 წლიდან მაქვს ვაგინიდან თეთრი გამონადენი, ხან თხელი ხან ცოტა შესქელებული და ვერ ვიგებ რატომ მაქვს. მუდმივად მაქვს და მაწუხებს რადგან სისველის შთაბეჭდილებას ტოვებს. მენსტრუაცია პირველად თებერვალში მომივიდა არასდროს მქონია. მარტი აპრილი მაისი ჩვეულებრივ მქონდა მაგრამ ივნისი და ახლა ივლისი ჩამივარდა არ მქონია. ამავდროულად პირველი ციკლის დროს 4 თუ 5 დღეს მასტურბაციას მივმართე და ციკლი ძალიან რომ აღარ მქონდა 2 დღე გამიგრძელდა. ამის მერე მგონი კიდევ ერთხელ მივმართე მასტურბაციას და მეშინია ქალიშვილობა ხომ არ დავკარგე. შეგიძლიათ მიპასუხოთ 1) თეთრი გამონადენი რატომ მაქვს. 2)ციკლი ორი თვე რატომ ჩამივარდა და 3) ქალიშვილობა შესაძლებელია რომ დავკარგე?? გთხოვთ მიპასუხოთ❤

პასუხი
-1. მოწიფული ქალის საშოდან გამონადენის ოდენობა დამოკიდებულია ჰორმონულ ფონსა და მენსტრუაციული ციკლის ფაზაზე.
ციკლის შუაში გამოიყოფა ჭარბი და წევადი ლორწოვანი გამონადენი, რომელიც კვერცხის ცილას მოგვაგონებს. ეს ნორმალურია ანუ რაიმე დარღვევაზე არ მიანიშნებს.
მეორე ფაზაში გამონადენი იღებს მოთეთრო ელფერს, კრემისებრ კონსისტენციას, მომჟავო სუნს. მენსტრუალური ციკლის შემდეგ გამონადენის რაოდენობა მინიმალურია.
გამონადენი პათოლოგიური ხასიათისაა როცა ის არის სუნიანი, იცვლის ფერს და ხდება: მომწვანო-მოყვითალო, მონაცრისფრო-ჭუჭყიანი, ქაფიანი, ხაჭოსებრი და ა.შ.
2. მენსტრუაციული ციკლის ჩამოყალიბება 1-2 წელი გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხნის მანძილზე ციკლი შეიძლება იყოს არარეგულარული.
3. რაც შეეხება მასტურბაციას, ზოგადად, ეს არ არის სასურველი ქმედება. ნებისმიერი უხეში ქმედება საშოს მიდამოში შეიძლება გახდეს დეფლორაციის მიზეზი. გასინჯვის გარეშე ვერ შევაფასებთ საქალწულე აპკის მდგომარეობას.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად